ტყიბულელი მოსწავლეები მარიამ გვენეტაძე და ერეკლე კუბლაშვილი FLEX-ის
ფინალისტები გახდნენ.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) ფარგლებში, ისინი
განათლებას, აშშ-ში, ერთი წლის მანძილზე, უფასოდ მიიღებენ.
მარიამ გვენატაძე და ერეკლე კუბლაშვილი ტყიბულის N1 საჯარო სკოლის
მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები არიან.
მათთან ერთად ამერიკაში უფასოდ ისწავლის 16 წლის
მარიამ ნაკაშიძე ბაღდათიდან და
ქუთაისელი მოსწავლეები თამარ ახვლედიანი და ნუცა
ღოღობერიძე.
FLEX-ის შესარჩევ კონკურსში საქართველოდან 6000-ზე მეტი მოსწავლე
მონაწილეობდა, მათგან გამარჯვებული 70 აპლიკანტი გახდა.
FLEX-ი უკვე 29-ე წელია, ქართველ უფროსკლასელებს შესაძლებლობას
აძლევს, ისწავლონ ამერიკულ სკოლებში და იცხოვრონ ამერიკულ ოჯახებში,
გააცნონ თავიანთი კულტურა ამერიკელებს და ასევე, გაეცნონ ამერიკულ
კულტურას სკოლაში სწავლის, ოჯახური ცხოვრებისა და სხვადასხვა
ღონისძიებაში მონაწილეობის გზით.
მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამას ამერიკის მთავრობა აფინანსებს,
ადმინისტრირებას კი საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები
უწევს.
მასალის გამოყენების პირობები