16 წლის მარიამ ნაკაშიძე FLEX-ის გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულია.
ის FLEX-ის პროგრამის ფარგლებში ერთი აკადემიური წლით განათლებას
ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღებს.
მარიამი ბაღდათის მუნიციპალიტეტის #2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის
მოსწავლეა.
ამავე პროგრამის ფარგლებში, ამერიკაში უფასოდ ისწავლიან
ქუთაისელი მოსწავლეები თამარ ახვლედიანი და ნუცა
ღოღობერიძეც. ისინი მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX)
გამარჯვებულები გახდნენ.
აშშ-ში ყოფნისას ქართველ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, გააცნონ
თავიანთი კულტურა ამერიკელებს და ასევე, გაეცნონ ამერიკულ კულტურას
სკოლაში სწავლის, ოჯახური ცხოვრებისა და სხვადასხვა ღონისძიებაში
მონაწილეობის გზით.
FLEX-ი უკვე 29-ე წელია, ქართველ უფროსკლასელებს შესაძლებლობას
აძლევს, ისწავლონ ამერიკულ სკოლებში და იცხოვრონ ამერიკულ
ოჯახებში.
პროგრამას ამერიკის მთავრობა აფინანსებს, ადმინისტრირებას კი
საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები უწევს.
მასალის გამოყენების პირობები