აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 ინდოელ სტუდენტს,
რომლებსაც
სტატუსი შეჩერებული ჰქონდათ, სწავლის გაგრძელების
შესაძლებლობა მიეცათ.
უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე ამბობს, რომ „გლობალ ედიუქეიშენ
ინსტიტუტი“, რომლიდანაც აწსუ-მდე ამ სტუდენტების სწავლის საფასური
მოდიოდა, მოლაპარაკებაზე წამოვიდა.
სწორედ აღნიშნულ კომპანიას ადანაშაულებდნენ ინდოელი ახალგაზრდები
თაღლითობაში. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სწავლის გადასახადი „გლობალ
ედიუქეიშენ ინსტიტუტს“ ჩაურიცხეს, თუმცა ამ უკანასკნელის მიერ თანხა
საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშზე ასახული არ იყო, რის გამოც
სტუდენტებს სწავლის გაგრძელების უფლება არ ეძლეოდათ.
„საკითხი მოგვარების დასკვნით ეტაპზეა. ამ მომენტში ყველა
სტუდენტი სასწავლო პროცესშია ჩართული. აღნიშნული ფირმა წამოვიდა
ხელშეკრულების ურთიერთშესაბამისს ხელმოწერაზე. დაახლოებით 10 დღეში
უნდა გაირკვეს ყველაფერი, მათ უნდა ჩადონ თავიანთი ქონებები
დავალიანების დაფარვის გარანტად“,- განმარტავს შალვა
კირთაძე.
„გლობალ ედიუქეიშენ ინსტიტუტს“ აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტთან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს.
ინდოელი სტუდენტები დამამთავრებელ კურსზე არიან.
ამავე თემაზე:
80 სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა - რას ითხოვენ წერეთლის
სტუდენტები
მასალის გამოყენების პირობები