გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის საგნისა და
უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის გავლა
20 მარტის 10:00 საათიდან 3 აპრილის 18:00 საათამდეა შესაძლებელი.
რეგისტრაცია მხოლოდ ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული
ცენტრის
სარეგისტრაციო გვერდზე მიმდინარეობს. საგნის გამოცდაში
მონაწილეობა შეზღუდული არ არის.
რეგისტრაციის დროს გამოსაცდელი უთითებს მხოლოდ: პირად ნომერს;
საკონტაქტო ტელეფონის ნომერს; საგანს, რომლის ჩაბარებაც სურს
(შესაძლებელია მხოლოდ ერთი საგნის არჩევა); სასურველ საგამოცდო
ქალაქს;
გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს
შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ - „სპეციალური პირობები“ და
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: თბილისი, ე.
მინდელის N9) ან ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრში
(რესურსცენტრების მისამართები) 13 აპრილის 18:00 საათამდე შესაბამისი
ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100) უნდა წარმოადგინონ.
რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია იხილეთ
აქ.
საგამოცდო ცენტრის ინფორმაციით, პროგრამა არ მოგცემთ რეგისტრაციის
დასრულების საშუალებას, თუ გადახდილი არ გაქვთ ტესტირებაში
მონაწილეობის საფასური - 50 ლარი. პრაქტიკოსი და სპეციალური
პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის კი რეგისტრაცია შესაბამისი
გამოცდისათვის უფასოა.
ამასთან, გამოსაცდელს რეგისტრაციის დასრულების შემდეგ არ აქვს უფლება
შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული მონაცემები.
გამოცდების რეგისტრაციასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის გასაგებად
ეწვიეთ საიტს:
https://naec.ge/#/ge/post/2891
რაც შეეხება პროფესიული უნარების გამოცდისა (წამყვანი და მენტორი
მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველთათვის) და წამყვანი
სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩაბარების მსურველებს, მათთვის
რეგისტრაცია უახლოეს მომავალში დაიწყება. ამ საკითხთან დაკავშირებით
ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე
გამოქვეყნდება და ყველა საგანმანათლებლო რესურსცენტრს მიეწოდება.
მასალის გამოყენების პირობები