საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების ფარგლებში
გასაუბრების პროცესი დღეიდან დაიწყო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით,
გასაუბრებაზე გასვლის შესაძლებლობა ექნებათ დირექტორობის მსურველებს,
რომლებმაც სერტიფიცირების პირველი საფეხური – ტესტირება წარმატებით
გაიარეს. კერძოდ, გადალახეს ტესტირებისთვის დადგენილი მინიმალური
კომპეტენციის ზღვარი (მაქსიმალურ ქულათა 60%).
გასაუბრების განრიგის ნახვა შესაძლებელია ბმულზე:
mes.gov.ge/uploads/files/gasaubrebis-ganrigi.pdf
„გასაუბრების თარიღი დირექტორობის მსურველმა უნდა გადაამოწმოს საჯარო
სკოლის დირექტორობის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის დროს
მინიჭებული უნიკალური კოდის გამოყენებით.
იმ შემთხვევაში, თუ დირექტორობის მსურველს არ ახსოვს უნიკალური კოდი,
მას შეუძლია დარეკოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს ცხელ ხაზზე – 2 200 220 ან თავად გადაამოწმოს კოდი
ვებგვერდზე:
https://directors.mes.gov.ge
აღსანიშნავია, რომ გასაუბრების განრიგის შესახებ საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს დირექტორობის
მსურველთა ინფორმირებას ინდივიდუალურად როგორც მოკლე ტექსტური
შეტყობინების, ასევე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით“, - აღნიშნულია
განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.
დირექტორობის მსურველთა გასაუბრებები თბილისსა და ბათუმში აპრილის
ბოლომდე ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები