2023 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის, ასევე
სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია დღეს, 10:00 საათიდან
დაიწყო.
რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული
ცენტრის ვებგვერდზე მხოლოდ ელექტრონულად
მიმდინარეობს.
აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად
ჩატარდება:
პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია, შეავსოს პირადი მონაცემები,
აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების
შემთხვევაში მონიშნოს სპეციალური პირობა.
საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს
13 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების
ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი გამოსაცდელებს
აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე
ექნებათ.
ინფორმაციას, 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის
შესახებ, ვრცლად შეგიძლიათ
გაეცნოთ აქ.
რაც შეეხება მაგისტრანტობის მსურველებს, რეგისტრაციის დროს ისინი
ირჩევენ მხოლოდ საგამოცდო ქალაქს, რომლის შეცვლაც 3 აპრილის 18:00
საათამდე შეუძლიათ. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელები
რეგისტრაციას ვეღარ გაივლიან.
საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ პირებს,
რომლებსაც აქვთ ბაკალავრის ხარისხი (ან მოიპოვებენ 2023-2024 სასწავლო
წლის დაწყებამდე) და სურთ სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელება.
ვრცლად
გაეცანით აქ.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება კი შეუძლია იმ
სტუდენტს, რომელსაც სურს დაფინანსების მოპოვება ან გაუმჯობესება და არ
აქვს შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში
მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სახელმწიფო სტუდენტს
ბაკალავრიატის საფეხურზე აფინანსებს მხოლოდ ერთხელ. მეტ ინფორმაციას
გაეცანით აქ.
რეგისტრაცია 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები