ქუთაისის საჯარო სკოლებში საშობაო არდადეგები დღეს, 30 დეკემბრიდან
დაიწყო.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებშიც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი
დღეს შეწყდება.
ქუთაისის „ბაგა-ბაღების გაერთიანება“ სასწავლო პროცესს 16 იანვრიდან
აღადგენს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში კი სწავლა 15 იანვარს
განახლდება.
ქუთაისში 38 საჯარო და 10 კერძო სკოლაა. რაც შეეხება მერიის ა(ა)იპ
"ბაგა–ბაღების გაერთიანებას" სულ 37 ფილიალია, სადაც 7 643
აღსაზრდელია რეგისტრირებული.
მასალის გამოყენების პირობები