ქუთაისის საჯარო სკოლებში საშობაო არდადეგები 30 დეკემბრიდან
დაიწყება.
სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში 15 იანვარს
განახლდება.
„თუ რაიმე ცვლილება არ განხორციელდა ამ ორი კვირის მანძილზე,
ისევე, როგორც მაგალითად, წინა წელს მოხდა, პანდემიის
გამო რომ უქმე დღეები გამოცხადდა, სტანდარტულად, არდადეგები დაიწყება
30 დეკემბრიდან და გაგრძელდება 15 იანვრამდე", - ამბობს
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია
ცქიტიშვილი.
ქუთაისში 38 საჯარო და 10 კერძო სკოლაა.
ავტორი: ქეთი გელაშვილი
მასალის გამოყენების პირობები