4 ივლისს ერთიანი ეროვნული
გამოცდები დაიწყო.
საგამოცდო პროცესი 9:00 საათზე,
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაიხსნა.
წელს საგამოცდო ცენტრებში პირბადის
ტარებისა და გამოსაცდელთა თერმოსკრინინგის ვალდებულება გაუქმდა. აღარც
საგამოცდო სექტორში განთავსებულ მაგიდებს აქვთ დამცავი
ფარები.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული
ცენტრის ინფორმაციით, წელს გამოცდებზე 41 000-ზე მეტი აბიტურიენტია
დარეგისტრირებული. მთელი საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრი
მუშაობს.
გამოცდები 22 ივლისს, სამოქალაქო
განათლების გამოცდით დასრულდება.
განათლების სამინისტროს თქმით,
სავარაუდოდ დაინიშნება დამატებითი სესიებიც, რომელთა ჩატარების
განრიგი წინასწარ გამოცხადდება ( კოვიდინფიცირების
შემთხვევაში).
მასალის გამოყენების პირობები