საჯარო სკოლებში ზაფხულის არდადეგები 16 ივნისიდან დაიწყება.
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის
მაია ცქიტიშვილის თქმით, ქალაქის 2 297 მეთორმეტე კლასელმა სწავლა
უკვე დაასრულა.
"ახლა მეორე კლასიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით არიან
სკოლაში, ყველა მათგანისთვის სწავლა 15 ივნისს დასრულდება, 16
ივნისიდან კი უკვე ზაფხულის არდადეგები იქნება'', -
ამბობს მაია ცქიტიშვილი.
რესურსცენტირს ხელმძღვანელის თქმით, მიმდინარე კვირას სკოლებში
კორონავირუსის შემთხვევები არ გამოვლენილა.
ქუთაისში 38 საჯარო და ათი კერძო სკოლაა.
მასალის გამოყენების პირობები