განათლების სამინისტროს
გადაწყვეტილებით, "საქართველოს ისტორია" სკოლებში ცალკე საგნად
ისწავლება.
ბრძანებას განათლების მინისტრმა
მიხეილ ჩხენკელმა ხელი უკვე მოაწერა. ბრძანების მიხედვით,
"საქართველოს ისტორიას" დამოუკიდებელ საგნად მე-10 და მე-12 კლასების
მოსწავლეები ისწავლიან.
საქართველოს სკოლებში ისტორიის
სწავლება მე-7 კლასიდან იწყება. "საქართველოს ისტორია" აქამდე მსოფლიო
ისტორიასთან ერთად ისწავლებოდა.
მასალის გამოყენების პირობები