15 მარტს პირველკლასელთა საყოველთაო
რეგისტრაციისთვის შესაბამისი პორტალი გაიხსნება.
მშობლებს, შვილების დარეგისტრირება ელექტრონულად შეუძლიათ. პროცესი
ოთხ ეტაპად ჩატარდება.
პირველ ეტაპზე, რომელიც 2022 წლის
15 მარტს დაიწყება და 26 მარტს დასრულდება, სკოლაში მისაღებად საჭირო
პროცედურის გავლა შეეძლებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
ბავშვებს. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მშობლებმა დოკუმენტები უნდა
წარადგინონ 29 მარტიდან 29 აპრილის ჩათვლით.
II ეტაპის ვადებია 2 - 13 მაისი. ამ
პერიოდში სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვები, რომელთა
და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში; მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმავე
სკოლის თანამშრომელია ან ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი
შედის პირველ კლასში.
III ეტაპი ითვალისწინებს საყოველთაო
რეგისტრაციას. ეს პროცესი 17 მაისიდან დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით
გაგრძელდება.
IV ეტაპზე, გამოთავისუფლებულ
ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე დარეგისტრირდებიან ის
ბავშვები, რომლებმაც წინა ეტაპებზე ეს ვერ მოახერხეს. პროცესი 28
ივნისს დაიწყება და 12 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაცია ხორციელდება განათლების
მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge.
რეგისტრაციის შემდეგი ეტაპია
მოსწავლის ჩარიცხვა, რისთვისაც აუცილებელი დოკუმენტები მშობლებმა 13
ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით უნდა წარადგინონ. დადგენილ ვადებში
დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად
გაუქმდება.
პირველ კლასში ჩასარიცხი
დოკუმენტებია:
მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა
შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და
ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
მოსწავლის დაბადების მოწმობის ან
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში
ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის
შემთხვევაში).
2022-2023 სასწავლო წლისთვის
სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი15
სექტემბრის ჩათვლით უსრულდება.
მასალის გამოყენების პირობები