სკოლებში სწავლა 17 იანვრიდან განახლდება.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მშობელს ან მეურვეს,
სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნება მოსწავლე დისტანციურ
სწავლებაზე გადაიყვანოს.
სამინისტროს ინფორმაციით, ონლაინ
სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი
იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.
სარეგისტრაციო ველი დღეიდან უკვე
გახსნილია.
"სწავლის
დისტანციური ფორმატის არჩევის შესაძლებლობით სარგებლობა შეეძლება
საქართველოს ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს. გარდა ამისა, ის
მასწავლებლები, რომლებსაც მოუწევთ დისტანციური გაკვეთილების დამატებით
ჩატარება, შესაბამის დანამატს კვლავაც მიიღებენ. სასწავლო პროცესი 17
იანვარს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ
დადგენილი შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, საკლასო ოთახებში
გაგრძელდება. პანდემიის გამოვლენის შემთხვევაში, კვლავ წერტილოვანი
შეზღუდვები გაგრძელდება", – აცხადებენ განათლების სამინისტროში.
ზამთრის არდადეგები საქართველოს
სკოლებში 2021 წლის 30 დეკემბერს დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები