განათლება
პირველი მარტიდან ბაღებში სააღმზრდელო პროცესის დასაწყებად ემზადებიან
FaceBook

დეზობარიერებით, თერმოსკრინინგითა და დისტანციური აქტივობებით ქუთაისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი პირველი მარტიდან განახლდება.


ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ბავშვების მიღებამდე შენობებს დაალაგებენ და სურსათით მოამარაგებენ.

Მშობლებს და ბავშვებს ბაღში დახვდებათ ცვლილებები. Სხვადასხვა რეგულაცია, რომლის დაცვა როგორც აღმზრდელებს, ისე მშობლებს მოუწევთ.

"ცვლილება ის იქნება, რომ მშობლები ბავშვებს მხოლოდ ეზოებამდე მიიყვანენ და შენობაში მათი დაშვება აკრძალულია. ჯგუფებში რაოდენობაზე შეზღუდვები არ არის. ბავშვები გაივლიან თერმოსკრინინგს, თუ რომელიმეს დაუფიქსირდება ტემპერატურა გადავიყვანთ ცალკე,იზოლირებულ ოთახში, სადაც განმეორებით გაუზომავენ სიცხეს ვერცხლისწყლის თერმომეტრით. თუ კვლავ დაფიქსირდება ტემპერატურა, ეცნობება მშობელს და წაიყვანს ბავშვს. ასევე მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ისეთი აქტივობები, ღონისძიებები ჩავატაროთ, რომელშიც ბავშვებში დისტანცია იქნება დაცული",- ამბობს ქუთაისის ბაღების გაერთიანების დირექტორმა დავით წიტაიშვილმა.

მისივე განცხადებით, პირბადის ტარება აღმზრდელების გარდა სავალდებულოა მზარეულებისთვისაც.

Რაც შეეხება ნობათებს; თებერვლის ნობათი აღსაზრდელების ოჯახებს თებერვლის ბოლომდე დაურიგდებათ.

,,ნობათების დარიგება დასრულდება და პირველ მარტამდე სააღმზრდელო დაწესებულებების სამზარეულოების მარაგი შეივსება. ჩვენ მზად ვართ განვაახლოთ მუშაობა",- განაცხადა წიტაიშვილმა.


საბავშვო ბაღების ფუნქციონირების დაწყებას მშობელთა ნაწილი განსაკუთრებით ელოდება. ფიქრობენ, რომ ბავშვების განვითარებისთვის უმჯობესია თანატოლებთან ხშირი კონტაქტი ჰქონდეთ. გარდა ამისა, ბევრ მშობელს არ ჰყავს დამხმარე და სამუშაოსთვის თავის დანებება ან ბავშვის თან წაყვანა უწევთ.


მარიამი ორი შვილის დედაა. ორივე ბაღის ასაკისაა. ამბობს, რომ ვირუსის საფრთხე ნებისმიერ ადგილას არსებობს და ამის გამო ბაღეში ბავშვების არ გაშვება მეტი ზიანის მომტანია.

,,ბაღში ბავშვების გაშვების არ მეშინია, რადგან იგივე საფრთხეს ნებისმიერ წერტილში ვხედავ. მაგალითად, ვისაც არ გვყავს დამტოვებელი მაღაზიაშიც გაგვყავს ბავშვები, პურზეც. მოკლედ, ყოველდღიურობაში მეტ საფრთხეს ვხედავ, ვიდრე ბაღში ტარებაა", - ამბობს მარიამი.


სააღმზრდელო პროცესის განახლებას ელოდება ნინო კუჭუხიძეც. ისიც ფიქრობს, რომ პანდემიის გამო ბავშვების განვითარებაზე უარის თქმა უფრო დიდ პრობლემებს შექმნის.

ვემზადებით ბაღში წასასვლელად. ზოგადად დღევანდელი მდგომარეობა ყველას აშინებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვების განვითარებაზე უარი უნდა ითქვას. გარდა იმისა ვინც მუშაობს მოეხსნებათ ბავშვის დატოვების პრობლემა. სკოლამდენი დაწესებულება აუცილებელია ყველა პატარას სწორი და სწრაფი განვითრებისათვის. ბაღები უნდა იყოს და ფუნქციონირებდეს მშობელს უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება",- ამბობს ნინო.


ქუთაისის საბავშვო ბაღებში სწავლა გასული წლის 12 ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა მაშინ საბავშვო ბაღში სწავლის განახლება გადაიდო. Მიზეზი ვირუსი გახლდათ, რომელიც ერთ-ერთი ბაღის გამგეს და ბაღების რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა.

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო, სააღმზრდელო პროცესის დაწყების ვადები რამდენჯერმე შეიცვალა.

პირველ მარტს ბაღების მუშაობის განახლებაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

ქუთაისში სულ 37 საბავშვო ბაღია.


ანა ჯიქია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ჯილდოს მფლობელი ქუთაისის 41-ე საჯარო
სკოლის მასწავლებელი ივანე გოქაძე გახდა.
14:29 / 14.09.2024
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ჯილდოს მფლობელი ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ივანე გოქაძე გახდა.
წელს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე
მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.
10:56 / 28.08.2024
წელს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.