განათლება
სწავლის შანსი ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
FaceBook
"უნივერსიტეტი ქმნის წარმატებას " ეს ავსტრიის KARL-FRANZENS-UNIVERSITÄT GRAZ ის სლოგანია.GRAZ- ის უნივერსიტეტი ერთ-ერთია იმ უნივერსიტეტებს შორის, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტთან.
ეს პარტინორობა კი, როგორც უნივერისტეტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა სახის გაცვლით პროგრამებში და ცოდნა გაიღმავონ საზღვარგარეთ.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამი ტიპის გაცვლით პროგრამებს ახორციელებს: მათავრობათა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები, უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები და ერასმუსის გაცვლითი პროგრამები.

პროფესორ დავით გეგეჭკორის თქმით, უნივერსიტეტში სამივე ტიპის პროგრამების მიმართ დიდია დაინტერესება.

"არის ჩეხეთის, პოლონეთის, გერმანიის მთავრობის სტიპენდიები, რომლებიც ქვეყნდება განათლების სამინისტროს საიტზე, შემდეგ განთავსდება ჩვენს ვებ-გვერდზე და სტუდენტებს აქვთ საშუალება გაეცნონ ამ პროგრამებს. ასევე, ჩვენს უნივერსიტეტეს აქვს გაფორმებული ხელშეკრულებები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან, როგორიცა, ლატვიის, გერმანიის, პოლონეთის და ესტონეთის უნივერსიტეტები. გვაქვს ხელშეკრულება თურქეთთნ, ირანთა, აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, სადაც ხდება სტუდენტების გაცვლა," - ამბობს პროფესორი დავით გეგეჭკორი.

როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, გასულ წლებთან შედარებით, გაზრდილია სტუდენტების დაინტერესება. სასწავლებლიდან მიღებული ინფორამაციით, ზემოთჩამოთვლილი პროგრამები სტუდენტს საშუალებას აძლევს მოიპოვოს დაფინანსება და ასევე, სრულად აუნაზღაურდეთ ტრანსპორტირების ხარჯები.

" პირველად ერასმუსის პროგრამში 2011 წელს ჩავერთეთ. მაშინ ორი სტუდენტი იღებდა მონაწილეობას, ხოლო გასულ წელს მათი რიცხვი 200-მდე გაიზარდა" - ამბობს დავით გეგეჭკორი.

შესაბამისი პროგრამების არჩევა სტუდენტს აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.atsu.edu.ge) შეუძლია. იმისთვის, რომ სტუდენტმა გაცვლით პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა, აუცილებელია იცოდეს უცხო ენა.

სტუდენტმა უნდა იპოვოს მისი სპეციალობის შესაბამისი მიმართულება უცხოურ უნივერსიტეტში, აუცილებელია ემთხვეოდეს კრედიტების რაოდენობა, ასევე, სტუდენტმა უნდა დაადგინოს, რა დონის ენის მოთხოვნა აქვს უნივერსიტეტს და რა საგნები ისწავლება.

შემდეგი ნაბიჯია ონლაინ აიტვირთოს საბუთები, რათა სასურველმა უნივერსიტეტმა განიხილოს სტუდენტის მონაცემები. განიხილება, ენის სერთიპიკატი , აკადემიური მოსწრება, სამოტივაციო წერილი. ასევე, იგზავნება სასწავლო ხელშეკრულება, სადაც მითითებულია ორივე უნივერსიტეტის საგნები.

წერეთლის უნივერსიტეტში განმარატვენ, რომ გაცვლითი პროგრამების შესახებ უნივერსიტეტი პერიოდულად აწვდის სტუდენტებს ინფორმაციას. საკონკურსო ფანჯარა იწყება ნოემბერში. სტუდენტს მარტამდე აქვს დრო მოამზადოს საბუთები და მიიღოს კონკურსში მონაწილეობა. საზღავარგარეთ სწავლის ვადა მინიმალური 6, ხოლო მაქსიმალური 10 თვით განისაზღვრება.

დავით გეგეჭკორის თქმით, მოთხოვნადი უნივერსიტეტები ბევრია.

"პოპულარულია რუმინეთი, რადგან არ არის განსაზღვრული ენის სერთიფიკატის დონე. ასევე, პოლონეთი, ესტონეთი, ლიტვა, რადგან საგნების თანხვედრა დიდია და მეტია დაინტერესებაც,"  - ამბობს პროფესორი.

გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება მხოლოდ მათთვის არის შესაძლებელი, რომლებიც უკვე გახდნენ მეორე კურსის სტუდენტები.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ჯილდოს მფლობელი ქუთაისის 41-ე საჯარო
სკოლის მასწავლებელი ივანე გოქაძე გახდა.
14:29 / 14.09.2024
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ჯილდოს მფლობელი ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ივანე გოქაძე გახდა.
წელს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე
მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.
10:56 / 28.08.2024
წელს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.