ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური დღეები
4 ნოემბერს იწყება.
სტუდენტური დღეების ორგანიზატორი წერეთლის უნივერსიტეტის
თვითმმართველობა არის და მასში მონაწილეობა მხოლოდ ამავე
უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ.
"სპორტის და ახლაგაზრულ საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ყოველ
გაზაფხულს ტარდება მთელის ქვეყნის მაშტაბით სტუდენტური დღეები,
რომელშიც ამ უნივერსიტეტის სტუდენტებიც იღებენ მონაწილება. მაგრამ
ნოემბერში თვითმმართველობის ორგანიზებით ვაწყობთ მსგავსი ტიპის,
წერეთლის უნივერსიტეტის შიდა სტუდენტურ დღეებს, რომლის მსგავსიც
არცერთ უნივერსიტეტში არ ტარდება "- ამბობს უნივერსიტეტის
თვითმმართველობის პრეზიდენტი გიორგი ოკრიბელაშვილი.
სტუდენტური დღეების ფარგლებში დაგეგმილია 24 სხვადასხვა ღონისძიება,
მათ შორის სპორტული შეჯიბრებები (ფრენბურთი, ფეხბურთი, მკლავჭიდი,
ტენისი, ნარდი, შაში, ჭადრაკი ,სროლა,კალადბურთი, ბილიარდი, დართსი).
ასევე, იგეგმება ფოტოკონკურსი, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა,
მხატვართა და პოეტთა კონკურსი, ფილმის ჩვენება, წიგნის განხილვა,
ესეების კონკურსი და სხვა.
4 ნოემბერს სტუდენტური დღეები წერეთლის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში
17 საათზე მანსანკანით გაიხსნება.
"შიდასაუნივერსიტეტო მანსანკანის ფესტივალი გახსნის სტუდენტურ დღეებს,
მასში სხვადასხვა ფაკულტეტის გუნდები მიიღებენ მონაწილებას.
მანსანკანის ფინალი 5 ნოემბერს არის დაგეგმილი"- ამბობს
ოკრიბელაშვილი.
ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება მხოლოდ აკაკი წერეთლის
უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ. მონაწილეობის მიღების
მსურველთათვის რეგისტრაცია ხვალიდან იქნება შესაძლებელი.
"ხვალიდან გამოიკვრება საინფორმაციო სახის პლაკატები, სადაც ყველა
ღონისძიების შესახებ იქნება ინფორმაცია ხელმისაწვდომი
სტუდენტებისთვის. რეგისტრაცია იწარმოებს ბლანკებით, სადაც სტუდენტებმა
უნდა მიუთითონ პირადი ინფორმაცია (სახელი, გვარი, ფაკულტეტი და ა.შ).
იქედან გამომდინარე, რომ მონაწილების მიღება შეუძლიათ მხოლოდ
სტუდენტებს, სტუდენტობა დადასტურებული იქნება პირადობის დან სტუდ
ბილეთის საშუალებით. ღონისძიებებში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული არ
არის," - ამბობს თვითმმართველობის პრეზიდენტი.
სტუდენტურ დღეებზე ელოდებიან სტუმრებს ადგილობრივი თვითმმართველობიდან
და სახვადასხვა უნივერსიტეტის თვითმმართველობებიდან.
წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტური დღეების დასკვნითი ღონისძიება ლადო
მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება, სადაც ადგილობრივ
შემსრულებლებთან ერთად თეატრალური კვარტეტი მიიღებს მონაწილეობას.
"საღამოზე დასწრება ბილეთების საშუალებით მოხდება. 15 ნოემბრიდან
დაახლოებით პირველ 800 მსურველს შესაძლებლობა ექნება მობრძანდეს
უნივერსიტეტის თვითმმართველობაში და მიიღოს ბილეთი"-ამბობს
ოკრიბელაშვილი.
"სტუდენტურ დღეებისთვის" უნივერსიტეტის მიერ სტუდენტური
თვითმმართველობისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან 20 000 ლარამდე არის
განსაზღვრული.
მასალის გამოყენების პირობები