ქუთაისში მე-12 კლასელების ნაწილმა Ბოლო ზარი დაგვიანებით აღნიშნა.
კორონავირუსის პანდემიის მიზეზით ქვეყანაში გამოცხადებული
Საგანგებო მდგომარეობისა და შეზღუდვების გამო ბევრმა სკოლამ გააუქმა
ანგადადო ბოლო ზარის აღნიშვნა.
Ზარიც ცარიელ კლასებში დაირეკა და მილოცვებიც ონლაინ გაკეთდა.
თუმცა ბევრმა მე-12 კლასელმა არ ისურვეა სკოლა ამ ტრადიციის აღნიშვნის გარეშე დაეტოვებინა.
ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა 20
მაისის ნაცვლად ერთი კვირის შემდეგ აღნიშნეს ბოლო ზარი და ტრადიციული
რიტუალიც შეასრულეს.
Საშუალო სკოლის კურსდამთავრებულები აღნიშინავენ, რომ
მათთვის ბოლო ზარი გარკვეული ეტაპის მონიშვნაა ძველთან გამომშვიდობება
და რაღაც ახლის დაწყება.
„ჩემი აზრით, ეს არის ცხოვრებაში ახალი ეტაპი“, - მიაჩნია მე-12
კლასელ საბა ქიჯიას.
მან სამ თანაკლესელთან ერთად არაოფიციალურად, მაგრამ მაინც აღნიშნა
სკოლის დამთავრება.
#23-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასელები
საბა და მისი კლასელები საუბრობენ სიახლეების მოლოდინზე და იმის
შეგრძნებაზეც, რომ რაღაც დიდი დასრულდა და სამუდამოდ წარსულში
დარჩა.
„სამწუხაროა ის ფაქტი, სკოლის
გაცდენა კლასელებთაან ერთად „შატალოზე“ წასვლები ტყეში ან ბაგრატის
ტაძრზეც, აღარ იქნება“, - ამბობს საბა.
ქუთაისში სკოლა
1945-მა მოსწავლემ დაასრულა. მათგან 1680-მა მოსწავლემ -
საჯარო სკოლა, ხოლო 265-მა - კერძო.
პანდემიის მიზეზით საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი
2 მარტს შეწყდა.
სასწავლო პროცესი სექტემბრამდე არ განახლდება.
მასალის გამოყენების პირობები