საზოგადოება
გაუქმებული და დამატებული შტატები - რა ხდება ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში
FaceBook
ააიპ ქუთაისის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში, ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად, ორი საშტატო ერთეულის დამატება მოხდა,
"akhali-ambebi/article/3527-quthaisshi-sabavshvo-baghebis-gaerthianebis-sami-thanamshromeli-gaathavisufles" target="_blank">ხოლო სამი გაუქმდა.

ასევე, შეიცვალა ააიპ გაერთიანების წესდება, რომელიც 2011 წელს იქნა მიღებული. შედეგად, ამოღებული იქნა პუნქტი, რომელიც გაერთიანების დირექტორის ორი მოადგილის არსებობას მიუთითებდა.

" შესაბამისად, მოხდა შტატების გაუქმება. მართალია, წესდებაში არ ფიგურირებდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის კოორდინატორის შტატი. თუმცა, ამდროისთვის ისიც აღარ არსებობს. ეს დირექტორის გადაწყვეტილება იყო. რადგან, გაერთიანება გადადის მართვის ახალ მოდელზე", - ამბობს ააიპ ქუთაისის საბავშვო ბაღების გაერთიანების იურისტი, რამაზ იობიძე.

ააიპ ქუთაისის საბავშო ბაღების გაერთიანება ადგილობრივი თვითმმართველობის დაქვემდებარებაშია. შესაბამისად, მხოლოდ ქალაქის მერს აქვს ორგანიზაციის წესდებაში ცვლილების შეტანის უფლება.

იურისტი რამაზ იობიძე ამბობს, რომ გაერთიანების დირექტორმა ნანა ლორთქიფანიძემ სწორედ მერს მიმართა ცვლილების მოთხოვნით.

"ვბრძანებ, არასამეწარმეო იურიდიული პირის "ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების" წესდების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ. ბრძანებაში შეტანილ იქნას ახალი ცვლილება. გარდა დირექტორისა, გაერთიანების სტრუქტურა მოიცავს გაერთიანების ადმინისტრაციას, მეთოდისტს, კვების უვნებლობის, სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დაცვისა და სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობის კოორდინატორს, ბუღალტერიას, შესყიდვებისა და სამეურნეო საკითხთა კოორდინატორისა და შესაბამისი დარგის სპეციალისტებს", - ნათქვამია ბრძანებაში, რომელიც მიმდინარე წლის 13 მაისით თარიღდება და მას ხელს აწერს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ მიაქიაშვილი.

ბრძანების გამოცემიდან ერთ კვირაში გაერთიანების სამმა (ამ დროისთვის უკვე ყოფილმა) თანამშრომელმა მიიღო შეტყობინება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

ააიპ გაერთიანებაში რეორგანიზაციამდე, თანამშრომელთა ატესტაცია მოხდა. მაშინ, ტესტირების შედეგად, დირექტორის მოადგილეებმა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის კოორდინატორმა მაღალი შეფასებები მიიღეს.

"ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, რომ ტესტირებიდან შვიდი თვის შემდეგ ყოველგვარი გაფრთხილების და ახსნა-განმარტების გარეშე გაგვათავისუფლებდნენ", - ამბობს რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული თანამშრომელი ქეთი დეისაძე.

საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელის გიორგი სანტურიანის განმარტებით, ტესტირების მაღალი შეფასება იმუნიტეტი არ არის. თუმცა, აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციას და შტატის გაუქებას რეალური მიზეზები უნდა ქონდეს.

"სასამართლო პრაქტიკამ აჩვენა, რომ დამსაქმებელმა ყველაზე მკაცრი ღონისძიება აღარ უნდა გამოიყენოს. მანამდე შეიძლება მოხდეს გაფრთხილება", - განმარტავს გიორგი სანტურიანი.

გაერთიანების ყოფილი თანამშრომლები კი ირწმუნებიან, რომ არანაირ შენიშვნას ადგილი არ ქონი. რის გამოც, სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ.

მომავალაში დაენიშნება თუ არა გაერთიანების დირექტორს მოადგილე(ები) ან როდის ჩატარდება ახლადდამატებულ შტატებზე კადრების ასაყვანდ კონკურსი, უცნობია. რადგან, ააიპ ქუთაისის საბავშო ბაღების გაერთიანების დირექტორმა "ქუთაისიპოსტთან" საუბარი არ ისურვა და დაწესებულების იურისტთან გადაგვამისამართა.

"ეგ საკითხი არ მეხება. ჩემი კომპეტენციაა მიღებული გადაწყვეტილებების კანონის ჩარჩოში მოქცევა", - აღნიშნა გაერთიანების იურისტმა რამაზ იობიძემ.

ამ დროისთვის ააიპ ორგანიზაციაში შტატით გათვალისწინებული 20 ადამიანი მუშაობს. ვაკანტურია ახლადდამატებული შტატები (გაერთიანების სასწავლო პროცესის, მეთოდური დარგის კოორდინატორი და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალიტი).

დაწესებულებაში სტრუქტურული რეორგანიზაცია 15 აპრილს დაიწყო 17 მაისში დასრულდა.


ამავე თემაზე:

ქუთაისის ბაგა-ბაღის ყოფილმა ხელმძღვანელმა მერიას სასამართლო პროცესი მოუგო

ქუთაისის საბავშვო ბაღებში 295 ახალი პედაგოგი შეარჩიეს


უკანონოდ გაგვათავისუფლეს - ქუთაისში საბავშვო ბაღების გაერთიანების ყოფილი თანამშრომლები

უთაისში საბავშვო ბაღების გაერთიანების სამი თანამშრომელი გაათავისუფლეს

ქუთაისის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი - თანამშრომლებს გათავისუფლება არ ემუქრებ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.