"მოვიდნენ და ფულზე დამიწყეს ლაპარაკი. ეს, პირველ რიგში,
მიუღებელია ამ ეტაპზე. როცა მამაჩემი სახლში არ მყავს, რა ფულზე
მელაპარაკებიან.
ჰაერში არ დავტოვებ მიცვალებულს. იმის საშუალება მაქვს, რომ
მივხედო.
ვაფრთხილებ ყველას პირდაპირ, არ მოხდეს ისე, რომ გარდაცვლილებს
დაბრალდეს ყველაფერი, თორემ მერე სხვანაირად დავიწყებთ საუბარს. მე
ჩავუდგები ამას სათავეში, თუ მანამდე არ ამოლუქეს. უ
ნდა დაიხუროს შახტი საერთოდ. გასაგებია რომ მდგომარეობა მძიმეა, მაგრა
არ შეიძლება ოჯახებში სისხლის ფასად საჭმელი მივიტანოთ. რაღაც
უნდა შეიცვალოს. ამ ჯოჯოხეთში არაფერი იცვლება.
მესმის რომ შახტის გარეშე ტყიბული ნოლია, მაგრამ სისხლის ფასად არ
მიღირს აქ ცხოვრება," - ამბობს გარდაცვლილი მეშახტის მიხეილ
გამეზარდაშვილის შვილი, გაგა გამეზარდაშვილი.
მიხეილ გამეზარდაშვილი მინდელის შახტში 16 ივლისს მომხდარი აფეთქების
შედეგად დაღუპული 4 მუშიდან ერთ-ერთია. ის 54
წლის იყო და N1 ნახშირმომპოვებელი უბნის მიწისქვეშა წსსმ-დ
შახტში 2006 წლიდან მუშაობდა. გარდაცვლის მეუღლე და ორი
შვილი დარჩა.
შახტში გარდაცვლილი 4 თანამშრომლიდან ყველაზე უმცროსი 30 წლის იყო.
ლაშა ფორჩხიძე ადრე გამაგრებით სამუშაოებზე იყო დასაქმებული. თუმცა,
ბოლო ერთი თვეა
ხელფასის მომატების მიზნით, მოპოვებით სამუშაოებზე
გადავიდა. ლაშა შახტში 2013 წლიდან მუშაობდა.
" 30 წლის ახალგაზრდას მხოლოდ ბებია-ბაბუა ჰყავს. დაოჯახებული არ
ყოფილა. ძმა ჰყვს და ის ქუთაისში ცხოვრობს. ამდენი წლის განმავლობაში
ერთხელაც არ მიუღია რამე სახის დაზიანება. ეს იყო პირველიც და
უკანასკნელიც მისთვის. ამ მოპოვებით სამუშაოზე ხელფასის გამო
გადავიდა. თუმცა ისე დაიღუპა, ჯერ აღებულიც არ ქონია ის ფული"- ამბობს
გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი. მისი თქმით, ლაშას ხელფასი მოპოვებით
სამუშაოებზე გადასვლამდე 800 ლარს შეადგენდა.
საქნახში "ჯი-აი-ჯი-ს" მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კიდევ ერთი
გარდაცლილი 56 წლის მურმანი ლილუაშვილი, აფეთქებითი სამუშაოების
წარმოების უბნის ოსტატ-ამფეთქებელი იყო. შახტში 2016 წლიდან მუშაობდა.
გარდაცვლილს მეუღლე და 3 შვილი დარჩა.
შემთხვევას
შეეწირა 56 წლის იოსები ქარქაშაძეც. ის შახტში
2006 წლიდან მუშაობდა N1 ნახშირმომპოვებელი უბნის მიწისქვეშა წსსმ-დ.
ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.
მინდელის სახელობის შახტში 16 ივლისს მომხდარი აფეთქების შედეგად
ტყიბულში 7 შვილი დაობლდა.
ტყიბულში,
მინდელის სახელობის შახტში 16 ივლისს მომხდარი აფეთქების დროს
6-მა ადამიანმა დამწვრობა მიიღო.
დაშავებული
6
მუშიდან 1 ტყიბულის საავადმყოფოდან გაწერეს, ხოლო 5 თბილისში
რეანომობილით გადაიყვანეს.
დაშავებული მუშებიდან ყველაზე ახალგაზრდა, ჯიშიშვილი ნოდარი, 22
წლისა. ის 3 მუშასთან ერთად (30 წლის გიორგი აბულაძე, 36 წლის მიხეილ
არაბიძე, 53 წლის დავით ბოჭორიშვილი) თბილისში, ხეჩინაშვილის
კლინიკაში გადაიყვანეს.
მეხუთე დაშავებული, 35 წლს სოფრომაძე მამუკა კი ღუდუშაურის კლინიკაში
მოათავსეს.
როგორც ტყიბულის საავადმყოფოში ამბობენ, მეექვსე დაშავებულს, 37 წლის
გივი მიქიაშვილს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და ის მისი
გასინჯვა ამბულატორიულად მოხდა.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში,
სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის
ჩამოშლა მოჰყვა.
დილით მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს,
რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების
წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა
გამოიწვია.
გამოძიება იგივე მუხლით დაიწყო შსს-მ 2018 წლის 5 აპრილს მინდელის
შახტში მომხდარი შემთხვევის შემდეგაც, როდესაც აფეთქებას 6 ადამიანის
სიცოცხლე შეეწირა, რა დროსაც
ტყიბულში
13 ბავშვი დაობლდა. თუმცა გამოძიებით ჯერ არაფერი დადგენილა.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 2016-2018 წლებში უკვე 16
ადამიანია დაღუპული.
შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია,
"საქნახშირი" მართავს.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორის ბესიკ ამირანაშვილის თქმით, გამოძიების დასრულებამდე
ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება.
საქართველოში შრომის უსაფრთხოებას კანონი არსეგულირებს.
შესაბამისი კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ" პარლამენტმა 2018
წლის მარტში მიიღო. თუმცა, შრომით უფლებებზე მომუშავე სპეციალიტებისა
და პროფკავშირების წარმომდგენლების აზრით, დგება
კანონის
აღსრულების პრობლემა.
ამავე
თემაზე:
ვინ
არიან შახტში გარდაცვლილები - 4 მეშახტე, რომელიც სახლში ვერ
დაბრუნდა
6
მუშა, რომელიც ტყიბულის შახტში დაშავდა
ტყიბულის შახტში 4 მუშა დაიღუპა, არიან
დაშავებულებიც
ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება
დაიწყო
გამოძიების
პირველადი ინფორმაცია - რა მოხდა ტყიბულის შახტში?
არჩილ თალაკვაძე - მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთოების
სტანდარტი არ მიიღწევა
ტყიბულის
შახტში დაშავებული მუშები თბილისის დამწვრობის ცენტრში
გადაიყვანეს
ბოლო
3 თვეში ტყიბულის შახტში 10 ადამიანი დაიღუპა, გამოძიება კი ამ დრომდე
მიმდინარეობს
ტყიბულში
არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება"
მასალის გამოყენების პირობები