ადამიანის უფლებები
წიგნების თაობა - ამბავი თავისუფლებაზე (ვიდეო)
FaceBook
სიტყვის თავისუფლება არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე უფლება - ასე ფიქრობენ მოსწავლე-ახალგაზრდები “წიგნების თაობიდან”. 

მოსწავლეების მონაწილეობით “წიგნების თაობაში” გაიმართა იმ ლიტერატურული ნაწარმოებების წაკითხვა/განხილვა, რომლებიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ეხება.

წიგნების თაობის პედაგოგებმა წაიკითხეს ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის, სადაც გაეცნენ რამდენიმე ისტორიას, ძლიერ შეუპოვარ გოგოებზე, რომელთა გამბედაობამ ელაპარაკათ და ემოქმედათ შეზღუდვების მოუხედავად, დიდი შედეგი მოიტანა.

მათ შორის იყო როზა პარქსი, რომელმაც დაიწყო ბრძოლა ამერიკაში თანაბარი უფლებებისთვის თეთრკანიან და ფერადკანიან ადამიანებს შორის; მალალა იუსაფზაი - ახალგაზრდა გოგო, რომელიც ტეროროსტებისგან დაშინების მიუხედავად, ხმამაღლა ამბობდა, რომ სწავლა გოგოებისთვის დიდი ძალაა და ტერორისტები ამაში ხელს უშლიან.

ასევე, ახალგაზრდებთან ერთად წაიკითხეს ამბავი ავღანელ რეპერ გოგოზე, სონიტა ალიზადეზე, რომელსაც ბავშვობის ასაკში გათხოვება(გაყიდვას) უპირებდნენ. ის ირანში გაიქცა დევნილად, შემდეგ კი ამერიკაში ჩავიდა და დაიწყო სიმღერების წერა ადრეული ქორწილების წინააღმდეგ.



“ახალგაზრდები თავისუფლებისთვის” - შეხვედრა/დისკუსიის ფარგლებში, წიგნების თაობის პედაგოგებმა მოსწავლეებთან ასევე, ისაუბრეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის მებრძოლ კატო მიქელაძეზე, რომელიც საუკუნის წინ გაზეთის გამოცემით და ქალების არჩევნებში მონაწილეობის მოთხოვნით ხმას იმაღლებდა უსამართლობის წინააღმდეგ.

მოყვნენ ამბავი ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიაზე, როგორც საუკეთესო მაგალითზე, თუ როგორ შეიძლება არ შეგეშინდეს სიტყვის თავისუფლების.

“ახალგაზრდები ბევრად უფრო სკეპტიკურად უყურებენ სამყაროს, ვიდრე უფროსი თაობის ადამიანები,” - აღნიშნა წიგნების თაობის მოსწავლემ, შეხვედრის დროს პროპაგანდასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბრისას.

“უნდა იყოთ სადარაჯოზე, იმიტომ, რომ ნელ-ნელა ხდება შემოპარვა შეზღუდვების” - ამბობს პედაგოგი მიხეილ მუმლაძე.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში საწარმოო შემთხვევის ფაქტი ბოლოს 15 ოქტომბერს,
ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში მოხდა.
16:30 / 28.10.2021

იმერეთში საწარმოო შემთხვევის ფაქტი ბოლოს 15 ოქტომბერს, ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში მოხდა.

ქუთაისში, თითქმის ყოველი მეათე სტუდენტი ქსელური, ან კერძო
მარკეტის მოლარე-ოპერატორია. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული მათგანი
მოლარე-ოპერატორთან ერთად, დამლაგებელიცაა, დახლებზე პროდუქტების
განთავსებაზე პასუხისმგებელიც და არამხოლოდ...
14:13 / 26.10.2021
ქუთაისში, თითქმის ყოველი მეათე სტუდენტი ქსელური, ან კერძო მარკეტის მოლარე-ოპერატორია. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული მათგანი მოლარე-ოპერატორთან ერთად, დამლაგებელიცაა, დახლებზე პროდუქტების განთავსებაზე პასუხისმგებელიც და არამხოლოდ...

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.