საკანონდებლო
ცვლილებას ადამიანის უფლებების
სწავლებისა
და
მონიტორინგის ცენტრი აკრიტიკებს და მთავრობას მოუწოდებს კანონდებლობით
განსაზღვრული წესი დაუყონებლივ
მიიღოს.
მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი , რომელიც შრომითი
ექსპლუატაციისა და იძულებითი შრომის შემთხვევების იდენტიფიცირებისა და
მათზე რეაგირების მექანიზმების შექმნას ისახავს მიზნად.
აღნიშნული ცვლილების თანახმად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების
დეპარტამენტის ფუნქციებს დაემატა შრომის პირობების შემოწმება
იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციისა და მათზე
რეაგირების მიზნით.
კანონმა ასევე დაადგინა მთავრობის ვალდებულება, 2016 წლის 1 იანვრამდე
მიეღო აღნიშნული სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესი.
თუმცა, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ეს წესი ამ დრომდე არ
მიუღია.
საკანონდებლო ცვლილებას ადამიანის უფლებების სწავლებისა და
მონიტორინგის ცენტრი აკრიტიკებს და მთავრობას მოუწოდებს კანონდებლობით
განსაზღვრული წესი დაუყონებლივ მიიღოს.
"მიღებული ცვლილება, განსხვავებით მოქმედი პრაქტიკისგან, გამონაკლისის
სახით, უფლებას აძლევს შრომის ინსპექციას კერძო სუბიექტის თანხმობის
გარეშე შევიდეს საწარმოში იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის
ინსპექტირებისათვის. შემოთავაზებული ცვლილებები იძულებითი შრომისა და
შრომითი ექსპლუატაციის წინააღმდეგ ეფექტურ რეაგირებას ვერ
უზრუნველყოფს. მიუხედავად ასეთი უფლებამოსილების განსაზღვრისა,
EMC- მ მიღებული საკანონმდებლო ცვლილება
შეაფასა, როგორც ნაკლებ ეფექტური ნაბიჯი, ვინაიდან, ის არ გვთავაზობს
"შრომითი ექსპლუატაციის" ცნების განმარტებას და ვერ ქმნის ქმედით
მექანიზმებს შრომითი ექსპლუატაციის დამკვიდრებული პრაქტიკის
აღმოსაფხვრელად", - აცხადებენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და
მონიტორინგის ცენტრში.
მასალის გამოყენების პირობები