ქუთაისიდან შვიდ კილომეტრში, ერთ ორასწლოვან
ოდასთან, იმერული სურნელი მიგიყვანთ.
იქ ყველაფერი იმერული დაგხვდებათ: ძველთაძველი რეცეფტებით დამზადებული
კერძები და იმერელი ბებოები, რომლებიც ფოთოლში შეხვეული მჭადის
გამოცხობას და მინდვრის ფხალის მომზადებას, ზუსტად თქვენი ბებოსავით
ტკბილად გასწავლიან.
დალი და მერი ბებო, ერთ ახალგაზრდა დიასახილსს ეხმარებიან, რომელმაც
სოფელ გელათში აგროსახლი ,,ქორენა" მოაწყო და იმერული კულინარიის
პოპულარიზაცია გადაწყვიტა.
დალი ბებო
პროფესიით პედაგოგი მაიკო კეზევაძე, ძველი იმერული გემოების მაძიებელი
მას შემდეგ გახდა, რაც იმერეთით მოხიბლულმა და შემთხვევით გაცნობილმა
ტურისტმა აგრომეურნეობის შექმნის იდეა მიაწოდა.
მაიკო კეზევაძე
,,აგრო სახლი 2007 წელს დავაარსე, შემდეგ
თანდათან მოვაწყვე ყველაფერი. სამზარეულო, სასტუმრო, აგრომეურნეობა.
დავასაქმე ადგილობრივი, იმერელი დიასახლისები. მყავს არამხოლოდ
ახალგაზრდები, არამედ სამი 80 წელს გადაცილებული ბებო, რამდენიმე
სოციალურად დაუცველი და ერთი შმმ პირი. ამ ხალხს ჩემთან ერთად, ერთი
მიზანი აერთიანებს - გავაცოცხლოთ მივიწყებული იმერული გემოები და
გავაცნოთ ის ყველას".
დიასახლისებმა ამ დრომდე რვა წარსულს ჩაბარებული
იმერული კერძი აღმოაჩინეს, თუმცა უწყვეტია ძიების
პროცესი.
,,დღესაც ბევრ ოჯახში ამზადებენ ლობიოს
კვაწრახით, მაგრამ სულ სხვაა მისი პირვანდელი სახე, ქოთანში, პრასთან
ერთად მოხარშული. კეცზე შემწვარი ნიგვზის ფოთლიანი მჭადები, ხაჭაპური.
მინდვრად დაკრეფილი მცენარებით, ყვავილებით შეკმაზული იმერული
ფხალეულობა".
იმერული ფხალეულობა
იმერული გასტრონომიის მკვლევარი დიასახლისები კერძებს მხოლოდ
ადგილობრივი პროდუქტებით ამზადებენ. ზოგს საკუთარ ბაღში კრეფენ,
ზოგსაც გლეხებისგან იძენენ.
,,სოფლად მცხოვრებლებს
ვეხმარებით მოსავლის რეალიზაციაში. ისინიც
ხელს გვიწყობენ. საბოლოო ჯამში, აგრო სახლის განვითარებაში ყველა
ჩაბმულია. ისედაც, აგრო ტურიზმი ხომ ჯერ სოფლის, შემდეგ სახელმწიფოს
გადარჩენას ნიშნავს? მით უფრო ახლა, პანდემიურ პირობებში, როცა შიდა
ტურიზმის განვითარებაა მნიშვნელოვანი".
პანდემიის
,,დამსახურებაა" ტურისტებით სხვა დროს სავსე, დღეს კი ცარიელი
,,ქორენას" სასტუმრო ნომრები , სამაგიეროდ აქტიურად მუშაობს
სამზრეულო, სადაც მაიკო კეზევაძე ახლა ადგილობრივებს მასპინძლობს.
,,თავიდან ყველა სკეპტიკურად უყურებდა ჩვენს
წამოწყებას, აქ ვინ ჩამოვაო, მაგრამ უკვე შეიცვალა შეხედულებები.
ყველას იზიდავს ბუნება, განსხვავებული, ანდა ბავშვობის დროინდელი
გემოები, ამის გამო სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოდის ხალხი და შემდეგ
ყველა ბედნიერი ბრუნდება სახლში".
განწყობასთან ერთად, აგრო სახლიდანვისაც სურვილი აქვს,ცოდნაცშეუძლია წაიღოს. მაგალითად, იმ კერძის მომზადება
ისწავლოს, რომელიც გასინჯა და მოეწონა.
,,სტუმრებიადგილზე გადიან იმერული სამზარეულოს
მასტერკლასს. ვინც სცადა,წარმატებულადაც აითვისა. თანაც, ეს ძალიან
მხიარული,საინტერესო პროცესი
გამოდის."
აგრო სახლის დიასახლისები წარმატებებთან
ერთად, ბარიერებსაც აწყდებიან. ქალბატონებს პრობლემებს განსაკუთრებით
ის ფაქტი უქმნით, რომ სოფელ გელათს არც ბუნერივი აირი და არც
წყალმომარაგება აქვს.
წლების განმავლობაში საყოფაცხოვრებო სიკეთეების
უქონლობის ფონზე, სოფელში ახლა ინფრასტრუქტურის განვითარების პირობას
დებენ.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის
სამსახურის ხელმძღვანელი, ზაზა ზოსიაშვილი აცხადებს, რომ წლის
ბოლომდეგელათსგაზიც და წყალიცმიეწოდება.
,,ამ მიზნით მუნიციპალიტეტმა უკვე შეიძინა
მილები. მალე ყველა კომუნიკაცია მოწესრიგდება".
როცა სოფელს წყალი და გაზი ექნება, მაიკოს
აზრით, აგრომეურნეობაც უფრო განვითარდება.
იქამდე, ქუთაისიდან
შვიდ კილომეტრში, ორასწლოვანი ოდის დიასახლისები მხოლოდ ბუხარზე
მომზადებული კერძებით დაგხვდებიან.
არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება.
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ
დაადგას მის მიწაზე ფეხი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები