მულტიმედია
შუალედური გამოცდები ონლაინ - ცოდნის რეალური მაჩვენებელი თუ ფორმალური შეფასება
FaceBook
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ონლაინ გამოცდებისთვის ემზადებიან.
ტელეფონი ან კომპიუტერი და გამართული ინტერნეტი - აუცილებელი ატრიბუტია. კომპიუტერის ან ტელეფონის თვალი - მთავარი მოთხოვნა.

გამოცდის დაწყების დრო წინასწარ არის ცნობლი. აუდიტორიას - კომპიუტერული პროგრამა Teams-ი ჩაანაცვლებს. ლექტორი სტუდენტებს თვალს ვიდეოთვალით ადევნებს.

სტუდენტების ნაწილი ონლაინ გამოცდის ჩატარებას სკეპტიკურად უყურებს და მიიჩნევს, რომ მათთვის ეს არაფრისმომცემია.

ბესო ქომეთიანი ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტია. წარჩინებული სწავლის გამო ის ოთხი წელია სტიპენდიანტია. თუკი აქამდე მხოლოდ ხარისხიანი ცოდნის მიღებაზე იყო ორიენტირებული, დისტანციურმა სწავლებამ მას მოტივაცია დაუგდო, შედეგად მხოლოდ მინიმალური ზღვარის გადალახვაზე ფიქრობს. ბესოს აზრით, ონლაინ სწავლება არაეფექტურია და სტუდენტები საჭირო ცოდნას ვერ იღებენ.

"ადრე თუ ლექტორი გვიხსნიდა ნივთის აგებულებას დეტალურად, ახლა ეს ნივთი ჩვენ თვითონ უნდა მოვძებნოთ, ვივარაუდოთ, როგორ ასუფთავებდნენ მას. ლექციაზე რუკაც გვქონდა, გვიჩვენებდნენ რა სად იყო, ამასაც ჩვენ ვაკეთებთ, უმეტესად არასწორად. ამიტომაა არაეფექტური"





სტიპენდიანტის მტკიცებით, სტუდენტებს საგნების უმეტესობა აუთვისებელი დარჩებათ და ონლაინ სწავლების დროს მიღებული ცოდნა, გამოცდისთვის არასაკმარისი იქნება. ამ პირობებში ჩატარებულ გამოცდაზე მარტივი იქნება გადაწერაც და შედეგი რეალობას აცდება.

"წინსვლის ნაცვლად, უკუსვლაა. ბევრს გაუჭირდება საგნის ჩაბარება. ადრე უმაღლეს ქულაზე ვფიქრობდი, ახლა 51 ქულას თუ მივიღებ, ისიც არ ვიცი. ვერ დადო სასურველი შედეგი ასეთმა სწავლამ".

თეონა ჯოჯუაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენა და ლიტერატურის მომავალი პედაგოგი ფიქრობს, რომ ონლაინ გამოცდა მხოლოდ გამოცდა - გამოცდისთვის იქნება, თუ იმავე ფორმატით ჩატარდა, რაც უნივერსიტეტში ჰქონდათ შემუშავებული. დისტანციური ტესტირება სტუდენტებს გადაწერის და საგამოცდო მასალის წინასწარ მომზადების საშუალებას მისცემს.





ონლაინ გამოცდას სკეპტიკურად არ უყურებს წერეთლის უნივერსიტეტის კიდევ ერთი სტუდენტი აკაკი გურგენიძე. ის ამბობს, რომ ლექტორები მაქსიმალურად იხარჯებიან და სტუდენტს მასალას სრულყოფილად უხსნიან.




"ვისაც ინტერნეტთან წვდომა აქვს, გამოცდას აუცილებლად ჩააბარებს, ამისთვის ყველაფერი კეთდება".


აკაკის აზრით, პანდემიის მოტანილ გამოწვევას უნივერსიტეტი კარგად გაუკლავდა.

აკადემიური წლის გამოცხადებას კი დისტანციური სწავლა და ონლაინ გამოცდები სჯობს. თუმცა, პრობლემაა ტექნიკური საშუალებები. ეს ონლაინ სწავლების აუცილებელი პირობაა, სხვაგვარად სტუდენტი სწავლას გამოეთიშება.

ონლაინ სწავლების მთავარ საკითხად ინტერნეტთან წდომას მიიჩნევს უნივერსტიტეტის პროფესორი ნესტან კუტივაძეც. მის ლექციას ( ქართულ ლიტერატურაში) 20-25 სტუდენტი ესწრება. ისინი, ვისაც ინტერნეტი არ აქვს, კურსს მიღმა რჩებიან. ამის მიუხედავად, ნესტან კუტივაძე ფიქრობს, რომ უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესის გამართულად წარმართვა შეძლო. მოგვარდა ისეთი პრობლემა, როგორიც ბიბლიოთეკაში არსებულ ლიტერატურაზე წვდომაა. სახლში მყოფ სტუდენტს ყველა საჭირო მასალა არ ჰქონდა.


‘’უნივერსიტეტის ბიბლიოთეკლამ, სტუდენტებს წიგნები აუტვირთა თიმსის პლატფორმაზე. სტუდენტს ყველა წიგნზე მიუწვდება ხელი"

პროფესორი ონლაინ სწავლების უარყოფით მხარესაც ხედავს.

"ცოცხალი, ახმაურებული დერეფნები მომენატრ -  სტუდენტი და ლექტორი ერთმანეთის პირისპირ, ამას ვერაფერი შეცვლის".

ონლაინ სწავლებისას ძალაში დარჩა ლექციაზე სტუდენტის აქტიურობის 10 ქულიანი სისტემით შეფასება. ნესტან კუტივაძე ამბობს, რომ გამოცდაზე გაიგებს, ეფექტურია თუ არა დისტანციური სწავლის შედეგები. იმ სტუდენტებისთვის, ვისაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვს, უნივერსიტეტმა გამონაკლისი დაუშვა.

პრორექტორის, შალვა კირთაძის თქმით, მათ შუალუდერი გამოცდების ჩაბარება უნივერსიტეტში მოუწევთ. 21 მაისისთვის, ამ მოთხოვნით უნივერსიტეტში დაახლოებით ორი ათეული სტუდენტის განაცხადი შევიდა.

‘’ამისთვის ათამდე კომპიუტერული კლასი გამოიყო და დაწესებული სტანდარტების მიხედვით განლაგდება მაგიდები. 15 მ/კვ ერთი სტუდენტი დაჯდება, ალბათ. უყურადღებოდ არავის დავტოვებთ. დროშიც გავანაწილებთ, ცხრა საათიდან დაიწყება გამოცდები და მასში მონაწილეობას ყველა მსურველი შეძლებს".

ქუთაისიპოსტის კითხვას, შეძლებს თუ არა სტუდენტი გამოცდაზე გადაწერას, შალვა კირთაძემ უპასუხა, რომ "შეუძლებელი არაფერია“.

გამოცდის მიმდინარეობისას ვიდეოთვალი ყველა სტუდენტს ჩართული უნდა ჰქონდეს და დროც შეზღუდული იქნება. მაგალითად, 30 კითხვიან ტესტზე სტუდენტებს სამუშაოდ ნახევარი საათი მიეცემა.

ექსპერტი განათლების საკითხებში სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომა მცირე ნაწილს აქვს, აქედან გამომდინარე, ამ ფორმატით სწავლების მოტივაცია ზოგ სტუდენტს და ლექტორს არ აქვს.

‘’სანამ შედეგი არ გვექნება, ვერ ვიტყვით ეფექტურია თუ არა სწავლის ეს ფორმატი".


ონლაინ გამოცდის პირველი შედეგი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს 22 მაისს ექნება. შუალედური გამოცდის მაქსიმალური შეფასება 30 ქულაა.

შუალედური გამოცდები ონლაინ - ცოდნის რეალური მაჩვენებელი თუ ფორმალური შეფასება

 

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ონლაინ გამოცდებისთვის ემზადებიან.

ტელეფონი ან კომპიუტერი და გამართული ინტერნეტი - აუცილებელი ატრიბუტია. კომპიუტერის ან ტელეფონის თვალი - მთავარი მოთხოვნა. გამოცდის დაწყების დრო წინასწარ არის ცნობლი. აუდიტორიას - კომპიუტერული პროგრამა Teams-ი ჩაანაცვლებს. ლექტორი სტუდენტებს თვალს ვიდეოთვალით ადევნებს.

სტუდენტების ნაწილი ონლაინ გამოცდის ჩატარებას სკეპტიკურად უყურებს და მიიჩნევს, რომ მათთვის ეს არაფრისმომცემია.

ბესო ქომეთიანი ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტია. წარჩინებული სწავლის გამო ის ოთხი წელია სტიპენდიანტია. თუკი აქამდე მხოლოდ ხარისხიანი ცოდნის მიღებაზე იყო ორიენტირებული, დისტანციურმა სწავლებამ მას მოტივაცია დაუგდო, შედეგად მხოლოდ მინიმალური ზღვარის გადალახვაზე ფიქრობს. ბესოს აზრით, ონლაინ სწავლება არაეფექტურია და სტუდენტები საჭირო ცოდნას ვერ იღებენ.

"ადრე თუ ლექტორი გვიხსნიდა ნივთის აგებულებას დეტალურად, ახლა ეს ნივთი ჩვენ თვითონ უნდა მოვძებნოთ, ვივარაუდოთ, როგორ ასუფთავებდნენ მას. ლექციაზე რუკაც გვქონდა, გვიჩვენებდნენ რა სად იყო, ამასაც ჩვენ ვაკეთებთ, უმეტესად არასწორად. ამიტომაა არაეფექტური"

სტიპენდიანტის მტკიცებით, სტუდენტებს საგნების უმეტესობა აუთვისებელი დარჩებათ და ონლაინ სწავლების დროს მიღებული ცოდნა, გამოცდისთვის არასაკმარისი იქნება. ამ პირობებში ჩატარებულ გამოცდაზე მარტივი იქნება გადაწერაც და შედეგი რეალობას აცდება.

"წინსვლის ნაცვლად, უკუსვლაა. ბევრს გაუჭირდება საგნის ჩაბარება. ადრე უმაღლეს ქულაზე ვფიქრობდი, ახლა 51 ქულას თუ მივიღებ, ისიც არ ვიცი. ვერ დადო სასურველი შედეგი ასეთმა სწავლამ".

თეონა ჯოჯუაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია. დაწყებითი კლასების მომავალი პედაგოგი ფიქრობს, რომ ონლაინ გამოცდა მხოლოდ გამოცდა - გამოცდისთვის იქნება, თუ იმავე ფორმატით ჩატარდა, რაც უნივერსიტეტში ჰქონდათ. დისტანციური ტესტირება სტუდენტებს გადაწერის და საგამოცდო მასალის წინასწარ მომზადების საშუალებას მისცემს.

ვიდეო

ონლაინ გამოცდას სკეპტიკურად არ უყურებს წერეთლის უნივერსიტეტის კიდევ ერთი სტუდენტი აკაკი გურგენიძე. ის ამბობს, რომ ლექტორები მაქსიმალურად იხარჯებიან და სტუდენტს მასალას სრულყოფილად უხსნიან.

"ვისაც ინტერნეტთან წვდომა აქვს, გამოცდას აუცილებლად ჩააბარებს, ამისთვის ყველაფერი კეთდება".

აკაკის აზრით, პანდემიის მოტანილ გამოწვევას უნივერსიტეტი კარგად გაუკლავდა. აკადემიური წლის გამოცხადებას კი დისტანციური სწავლა და ონლაინ გამოცდები სჯობს. თუმცა, პრობლემაა ტექნიკური საშუალებები. ეს ონლაინ სწავლების აუცილებელი პირობაა, სხვაგვარად სტუდენტი სწავლას გამოეთიშება.

ონლაინ სწავლების მთავარ საკითხად ინტერნეტთან წდომას მიიჩნევს უნივერსტიტეტის პროფესორი ნესტან კუტივაძეც. მის ლექციას (ამა და ამ საგანში) 20-25 სტუდენტი ესწრება. ისინი, ვისაც ინტერნეტი არ აქვს, კურსს მიღმა რჩებიან. ამის მიუხედავად, ნესტან კუტივაძე ფიქრობს, რომ უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესის გამართულად წარმართვა შეძლო. მოგვარდა ისეთი პრობლემა, როგორიც ბიბლიოთეკაში არსებულ ლიტერატურაზე წვდომაა. სახლში მყოფ სტუდენტს ყველა საჭირო მასალა არ ჰქონდა.

‘’უნივერსიტეტის ბიბლიოთეკლამ, სტუდენტებს წიგნები აუტვირთა თიმსის პლატფორმაზე. სტუდენტს ყველა წიგნზე მიუწვდება ხელი".

პროფესორი ონლაინ სწავლების უარყოფით მხარესაც ხედავს.

"ცოცხალი, ახმაურებული დერეფნები მომენატრა, სტუდენტი და ლექტორი ერთმანეთის პირისპირ, ამას ვერაფერი შეცვლის".

ონლაინ სწავლებისას ძალაში დარჩა ლექციაზე სტუდენტის აქტიურობის 10 ქულიანი სისტემით შეფასება.

ნესტან კუტივაძე ამბობს, რომ გამოცდაზე გაიგებს, ეფექტურია თუ არა დისტანციური სწავლის შედეგები.

იმ სტუდენტებისთვის, ვისაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვს, უნივერსიტეტმა გამონაკლისი დაუშვა. რექტორის მოადგილის, შალვა კირთაძის თქმით, მათ შუალუდერი გამოცდების ჩაბარება უნივერსიტეტში მოუწევთ. 21 მაისისთვის, ამ მოთხოვნით უნივერსიტეტში დაახლოებით ორი ათეული სტუდენტის განაცხადი შევიდა.

‘’ამისთვის ათამდე კომპიუტერული კლასი გამოიყო და დაწესებული სტანდარტების მიხედვით განლაგდება მაგიდები. 15 მ/კვ ერთი სტუდენტი დაჯდება, ალბათ. უყურადღებოდ არავის დავტოვებთ. დროშიც გავანაწილებთ, ცხრა საათიდან დაიწყება გამოცდები და მასში მონაწილეობას ყველა მსურველი შეძლებს".

ქუთაისიპოსტის კითხვას, შეძლებს თუ არა სტუდენტი გამოცდაზე გადაწერას, შალვა კირთაძემ უპასუხა, რომ "შეუძლებელი არაფერია“.

გამოცდის მიმდინარეობისას ვიდეოთვალი ყველა სტუდენტს ჩართული უნდა ჰქონდეს და დროც შეზღუდული იქნება. მაგალითად, 30 კითხვიან ტესტზე სტუდენტებს სამუშაოდ ნახევარი საათი მიეცემა.

ექსპერტი განათლების საკითხებში სიმონ ჯანაშია ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომა მცირე ნაწილს აქვს, აქედან გამომდინარე, ამ ფორმატით სწავლების მოტივაცია ზოგ სტუდენტს და ლექტორს არ აქვს.

‘’სანამ შედეგი არ გვექნება, ვერ ვიტყვით ეფექტურია თუ არა სწავლის ეს ფორმატი".

ონლაინ გამოცდის პირველი შედეგი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს 22 მაისს ექნება. შუალედური გამოცდის მაქსიმალური შეფასება 30 ქულაა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
16:21 / 09.10.2024
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს.
16:10 / 03.08.2024

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ დაადგას მის მიწაზე ფეხი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.