რეკლამა
მაღალი თუ დაბალი? ფინკა ბანკის დაბალი სესხის კამპანია დაიწყო (R)
FaceBook
დაფიქრებულხართ, რომელი გირჩევნიათ, მაღალი სართული და ხედი, თუ დაბალ სართულზე ცხოვრება და კიბეზე არბენა.
რომელი უფრო კომფორტულია – მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, თუ დაბალქუსლიანი? ფინკა ბანკმა ახალი სარეკლამო კამპანია სწორედ მაღალისა და დაბალის შედარებაზე ააგო. დიახ, როცა საქმე გემოვნებას ეხება, აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივია, მაგრამ რა არის ის, რაზეც არავინ კამათობს….ეს ფინკა ბანკის დაბალი სესხია, რომელსაც ირჩევს ყველა. სარეკლამო კამპანია ფინკა ბანკმა Inspiration Marketing-ის გუნდთან ერთად დაგეგმა და განახორციელა.

არიკა ესებუა, ფინკა ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი: ბოლო 1 წელი მეტად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ბანკისთვის. გამარტივდა ბიზნეს პროცესები, განახლდა საპროცენტო განაკვეთები, დავნერგეთ ახალი სერვისები და მომხმარებლებლებს ბევრი სიახლე შევთავაზეთ, ერთ-ერთი კი სწრაფი სესხია, რომელსაც მარტივი პროცედურებით აიღებს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც შემოსავალი აქვს. როცა ამ პროდუქტის საკომუნიკაციო კამპანიაზე მუშაობა დავიწყეთ, ვფიქრობდით გვეპოვა ის უნივერსალური მესიჯი, რომელიც ყველასთვის ერთნაირად გასაგები და მარტივი იქნებოდა. ამიტომაც ავირჩიეთ საინტერესო შინაარსისა და კონცეფციის კამპანია, რომელიც მაღალისა და დაბალის სტერეოტიპულ  შედარებას ემყარება. ადამიანები უმეტეს შემთხვევაში ფიქრობენ, რომ ყველაფერი მაღალი ჯობია დაბალს ისევე, როგორც მეტი ჯობს ნაკლებს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ასე არაა,  აქ დაბალი ჯობს მაღალს და ეს ფინკა ბანკის – დაბალი სესხია.

სპეციალურად კამპანიისთვის შეიქმნა ვებგვერდი  www.Dabali.ge, სადაც მომხმარებელს მარტივად შეუძლია განაცხადის ფორმის შევსება.
დაბალი სესხის მიზნობრიობა შეუზღუდავია. დაბალი სესხით მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ საოჯახო ტექნიკა, გადაიხადონ დასვენების ხარჯები, გაარემონტონ ბინა, შეავსონ ბიზნეს მარაგები, გადაიხადონ კომუნალური გადასახადები და სხვა. სესხის ვადა 24 თვემდეა, საშეღავათო პერიოდი –  6 თვემდეა, რაც კარგი საშუალებაა სესხის გადახდა მოგვიანებით დაიწყოთ. სესხის უზრუნველყოფა, ისევე როგორც შემოსავლების დოკუმენტურად დადასტურება – არ მოითხოვება.

დაბალი სესხის  მისაღებად მომხმარებლებს შეუძლიათ მოგვმართონ ვებ გვერდზე: www.Dabali.ge, დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე *4949 ან გვეწვიონ ფინკა ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში.

ფინკა ბანკის სესხების კამპანია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.