რეკლამა
"ასეთი ინიციატივები გვახსენებს, რომ ყველას აქვს უნარი, სხვებისთვის სასიკეთო ნაბიჯი გადადგას“
FaceBook
ქუთაისში, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს მოხალისეები ახალი წლის ღამეს საჩუქრებით ესტუმრებიან.

"ჩვენ ყველა გამოწვევის მიუხედავად, კვლავ ვაგრძელებთ თანხის და სხვა რესურსების შეგროვებას ინდივიდუალური შემომწირველებისა და კომპანიების დახმარებით, რათა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს ახალი წლის ღამეს ვესტუმროთ და სიხარული მივანიჭოთ", - ამბობს RICDOG-ის გენერალური მდივანი და აქცია-ღონისძიების "ის მაინც არსებობს" ხელმძღვანელი ირაკლი თევზაძე.

"ის მაინც არსებობს" არის არასამთავრობო ორგანიზაცია RICDOG-ის ერთ-ერთი სოციალური ინიციატივა, რომელიც უკვე 14 წელია სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეხმარება. პროექტის მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერას. პროექტის ამოცანაა, უზრუნველყოს ისინი საბაზისო საჭიროებებით და იმედი მისცეს, რომ მიუხედავად სირთულეებისა, მათ გვერდით დგანან.

საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში, მისი არსებობიდან დღემდე, "ის მაინც არსებობს "-ის დახმარება მიღებული აქვს 500-ზე მეტ ოჯახსა და 2500-მდე ბავშვს.

ყოველწლიურად, RICDOG-ის გუნდის წევრები და მოხალისეები აქტიურად მუშაობენ რესურსების მობილიზებაზე, კომპანიებთან კომუნიკაციაზე, ინდივიდუალური შემომწირეველებისგან შემოწირულობების მიღებაზე და ეფექტურ გადანაწილებაზე, რაც თითოეულ ბენეფიციარს მაქსიმალურ სარგებელს აძლევს.


"ჩვენ ვცდილობთ, გავაძლიეროთ ადამიანების სულიერი და ფსიქო-სოციალური კეთილდღეობა, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ცვლილებებს მოიტანს. წელს პირველად, ოჯახების დახმარებასა და პატარების სურვილების ასრულებას, დაემატა საგანმანათლებლო პროგრამის სახით გრძელვადიანი ქველმოქმედების კომპონენტიც. დავიწყეთ ქრაუთფანდინგის კამპანია სწორედ ამ მიმართულებაზე ფოკუსირებული და ვგეგმავთ, რომ 100 ბავშვს 2025 წელს, მივცეთ შესაძლებლობა სრულიად უფასოდ მიიღონ მონაწილეობა საგანმანათლებლო, პიროვნული განვითარებისა და ინგლისურის სწავლების პროგრამაში.

ასევე, სიახლე არის ის რომ ჩვენ მოვამზადეთ განცხადება და სამწუხაროდ, ტრადიციული ღონისძიება, სადაც ყოველ წელს 100-ზე მეტი ადამიანი გვსტუმრობდა და იმართებოდა მათი მონაწილეობით, აუქციონი და კამპანიის შემაჯამებელი "საღამო" გავაუქმეთ, რადგან ქვეყანაში შექმნილია ასეთი მდგომარეობა, თუმცა ოჯახებს, რა თქმა უნდა, აუცილებლად დავეხმარებით", - ამბობს ირაკლი თევზაძე.

არასამთავრობო ორგაზაციაში ამბობენ, რომ მსგავსი პროექტები კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ისინი არა მხოლოდ მყისიერ დახმარებას სთავაზობენ საჭიროებაში მყოფ პირებს, არამედ საზოგადოებაში სოლიდარობის და თანადგომის განცდას აძლიერებენ.

"ასეთი ინიციატივები გვახსენებს, რომ ყველას აქვს უნარი, სხვებისთვის სასიკეთო ნაბიჯი გადადგას, რაც საბოლოოდ უფრო ჰუმანურ და ერთიან საზოგადოებას ქმნის. ვფიქრობ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები სწორედ ასეთ, მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ ყოველწლიურად თუ ყოველდღიურად. შეიძლება ქველმოქმედების და ოჯახების დახმარების მიღმა, სსო-ების სამუშაო სფეროები ფარავენ ისეთ თემებს როგორებიცაა: ჯანდაცვის სერვისები, ევროინტეგრაცია, ადამიანის უფლებები, ახალგაზრდების განვითარების და დასაქმების ხელშეწყობა, ახალგაზრდული პოლიტიკა, განათლება, სპეციალური საჭიროების მქონე პირებისა და ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისები და სხვა", - ამბობს დიანა აბულაძე, RICDOG-ის გენერალური მდივნის მოადგილე.

სწორედ, ასეთი მიზნების და ამოცანების განვითარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატილ საზოგადოებაში და ამასთანავე დემოკრატიული საზოგადოებისათვის არსებობდეს ასეთი არასამთვრობო ორანიზაციები, რომელიც რეალურად აძლიერებენ სახელმწიფო ინსტიტუციების მუშობას.

"არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩვენის ქვეყნისთვის და საზოგადებისათვის აქვთ მნიშვენლობანი როლი. პირველი: ქმნიან აქტიურ და პასუხიმგბელიან მოქალაქეს, აწვდიან მათ უნარებს, ცოდნას და შესაძლებლობებს დაიცვან საკუთარი თავი და განხორციელონ საკუთარი ინტერსები და შემდეგ დაეხმარონ სამშობლოს, ქვეყანას, რომ სხვისი უფლებებიც იყოს დაცული“ - RICDOG-ის დამფუძნებელი ნუგზარ კოხრეიძე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
• საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი
ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს
გაამრავლებენ და ბუნებრივ გარემოში გაუშვებენ.
11:25 / 19.12.2024
• საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუნებრივ გარემოში გაუშვებენ.
ქუთაისი, საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ქალაქი, იზიდავს უძრავი
ქონების მყიდველებს ხელმისაწვდომი ფასებით, მყუდრო გარემოთი და
განვითარებული ინფრასტრუქტურით.
06:40 / 13.12.2024
ქუთაისი, საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ქალაქი, იზიდავს უძრავი ქონების მყიდველებს ხელმისაწვდომი ფასებით, მყუდრო გარემოთი და განვითარებული ინფრასტრუქტურით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.