დარღვევა დაფიქსირდა ქუთაისის #120 ე საარჩევნო უბანზე.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ინსტიტუციური განვითარებისა და
მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნულ უბანზე
გადასატან ყუთში, ბიულეტინებზე არ იყო მითითებული ამომრჩევლის პირადი
ნომრები, აღნიშნულის გამო ბიულეტინები ბათილად უნდა გამოცხადდეს.
#120 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის გიორგი ფანჩულიძის თქმით, ადგილი
ქონდა დაუდევრობას, რაც შეეხება, ხმების ბათილად ცნობას, უბნის
გიორგი ფანჩულიძე მიიჩნევს, რომ ხმების ბათილად ცნობა საჭირო არ
არის.
ქუთაისში სულ 124 საარჩევნო უბანია, სადაც 152 561 ამომრჩეველია
რეგისტრირებული. 15: 00 საათის მონაცემებით ქალაქში საკუთარი არჩევანი
35 904 ადამიანმა დააფიქსირა, რაც საერთო ამომრჩევლის 23. 53
პროცენტია.
მასალის გამოყენების პირობები