"ჩვენი ერთად დგომა, არჩევნებზე გამოცხადება და საკუთარი პოზიციის
დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია.
ყველა უნდა გავერთიანდეთ, მივიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ
საკუთარი პოზიცია, მხარი დავუჭიროთ სიცოცხლით სავსე ქალაქს, მხარი
უნდა დავუჭიროთ ძლიერ რეგიონებს და ძლიერ საქართველოს. მხარი უნდა
დავუჭიროთ ჩვენი ქვეყნის სწორ, გეგმაზომიერ განვითარებას ჩვენი
შვილების ჯანსაღ და განათლებულ მომავალს. მხარი უნდა დავუჭიროთ
ადამიანების თავისუფლებაზე და კეთილდღეობაზე ორიენტირებულ
მმართველობას. მხოლოდ ასე, ერთად დგომით შევძლებთ სიცოცხლით სავსე
ქალაქის და ძლიერი ქვეყნის მშენებლობას" - აღნიშნული
განცხადებით"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის
მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მხარდამჭერებს მიმართა და არჩევნებში
აქტიურობისკენ მოუწოდა.
კახა კალაძის თქმით, ქვეყნის მოსახლეობამ უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილება, თუ ვის ანდოს საკუთარი ქალაქის და მუნიციპალიტეტის
მართვა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
"ამ არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი საარსებო გარემოს,
ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ყოფის გაუმჯობესებისათვის. 21
ოქტომბერს ყოველი ჩვენგანი აუცილებლად უნდა გამოვცხადდეთ საარჩევნო
უბნებზე და მხარი დავუჭიროთ ქართულ ოცნებას, თითოეული ჩვენგანის,
ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას. მე დარწმუნებული ვარ,
რომ თბილისი მალე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი " - აღნიშნა თბილისის
მერობის კანდიდატმა.
მასალის გამოყენების პირობები