რეკლამა
კახა კალაძე არტ ფესტივალის გახსნას დაესწრო (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე არტ ფესტივალის გახსნას დაესწრო. ფესტივალი "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით კახა კალაძის მხარდასაჭერად გაიმართა. ღონისძიებაში ახალგაზრდა ხელოვანები და თავისუფალი სტილით მოცეკვავეები მონაწილეობდნენ.

როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ღონისძიება რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა, მათ შორის იყო გამოფენა, ადგილზე ხატვა და თავისუფალი სტილის ცეკვებში შეჯიბრი.

"ჩვენ გავაკეთეთ გამოფენა, რომლის კონცეფცია იყო "სიცოცხლით სავსე ქალაქი". ხუთმა ახალგაზრდა მხატვარმა გავაკეთეთ ნამუშევრები ამ თემასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვხედავთ სიცოცხლით სავსე ქალაქს. გამოვიყენეთ რამდენიმე მედიუმი, ეს იყო ინსტალაცია, ფერწერა, პოსტერი, კოლაჟი და ფოტოგრაფია. ეს ყველაფერი გაკეთდა კახა კალაძის საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად" - აღნიშნა არტ ფესტივალის ერთ-ერთმა მონაწილე მხატვარმა მარიამ ყანდიაშვილმა.
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში უკვე გაიმართა ტურნირი ქუჩის კალათბურთში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს მოხალისეები
ახალი წლის ღამეს საჩუქრებით ესტუმრებიან.
16:05 / 25.12.2024
ქუთაისში, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს მოხალისეები ახალი წლის ღამეს საჩუქრებით ესტუმრებიან.
• საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი
ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს
გაამრავლებენ და ბუნებრივ გარემოში გაუშვებენ.
11:25 / 19.12.2024
• საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუნებრივ გარემოში გაუშვებენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.