"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს მერობის
კანდიდატი გრიგოლ იოსელიანი კურორტის სამკურნალო ტურიზმის
წარმომადგენლებს წყალტუბოს განვითარების გეგმაზე ესაუბრა.
"ბალნეო სერვისების გაუმჯობესება და სამკურნალო ტურიზმის განვითარება
ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტია. თავისი უნიკალური სამკურნალო
წყლებით, ტურისტული ობიექტებით, წყალტუბო მზად არის იქცეს
საერთაშორისო დონის კურორტად. ამისათვის ფუნდამენტი უკვე არსებობს,
ახლა მთავარია განვითარების სწორი პოლიტიკის გატარება - კურორტის
რესურსის მაქსიმალური ათვისება და ინფრასტრუქტურული მოწყობა" - გრიგოლ
იოსელიანი.
მერობის კანდიდატმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საწურბლიას მღვიმეში
სპელეოთერაპიის ცენტრის მოწყობაზე და აღნიშნა, რომ "ეს იქნება კიდევ
ერთი ახალი ტურისტული ობიექტი, რომელიც წყალტუბოს მოუტანს მეტ
წარმატებას, სამკურნალო ტურიზმის მიმართულებით."
მასალის გამოყენების პირობები