პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბაღდათის
მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი არჩილ გოგსაძე სოფელ როკითისა და
დიდველას მოსახლეობას შეხვდა.
მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და
სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
"მიმაჩნია, რომ მოსახლეობამ ჩემი ათთვიანი მუშაობის განმავლობაში,
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით, ჩემი
მუშაობის სტილი და ხედვები დაინახა. თქვენ მხარდაჭერას ყველა
შეხვედრაზე ვგრძნობ. ჩვენს გუნდს აქვს იმის საშუალება, რომ ღირსეულად
ვატაროთ ის ტვირთი და პასუხისმგებლობა, რომელსაც მოსახლეობის წინაშე
ვგრძნობთ და ამის გასაკეთებლად ძალ-ღონეს არ დავიშურებთ", - განაცხადა
არჩილ გოგსაძემ.
შეხვედრაზე ასევე, ხონისა და ვანის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი
დეპუტატი გიორგი ლილუაშვილი იმყოფებოდა. მან მოსახლეობას არჩილ
გოგსაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები