პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის
კანდიდატმა ირაკლი შენგელიამ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე კანდიდატმა ამომრჩეველს ხუტპუნქტიანი გეგმა წარუდგინა,
რომელიც მოსახლეობაში აღწერების ჩატარების საფუძველზე შტაბმა
შეიმუშავა.
გეგმა მდინარე ოღასყურის მთლიანი კალაპოტის რეაბილიტაციას,
დასუფთავებასა და ჯებირების მოწყობას; საზოგადოებრივი ტრანსპორტის
გაჩერებების მოწესრიგებას; ბინებისა და სპორტული მოედნების
რეაბილიტაციას და დაზიანებული ფასადების აღდგენას ითვალისწინებს.
"საარჩევნო კამპანიის გარკვეული ნაწილი მოსახლეობის მხრიდან წამოსული
ინფრასტრუქტურული საპროექტო იდეების აღწერას დაეთმო. მხარდამჭერთა
კლუბმა გამარჯვების ოლქის მცხოვრებლების მოსაზრებების აღწერა
უზრუნველყო. შტაბმა აღნიშნული იდეები დაამუშავა და აქედან
გამომდინარე, ხუტპუნქტიანი გეგმა მივიღეთ. ეს ის ჩამონათვალია,
რომელზეც გამარჯვების შემთხვევაში, საკრებულოს წევრები და პირდად მე,
ირაკლი შენგელია ვიზრუნებ. გამარჯვების შემთხვევაში, მყარად დავიცავთ
ხალხის პოზიციებს", - განაცხადა ირაკლი შენგელიამ.
შეხვედრის ბოლოს "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის მიერ
გადაღებული კლიპის "ქუთაისი - მომავლის ქალაქი" პრეზენტაცია გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები