რეკლამა
„ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას კარდაკარ ხვდება (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე მოსახლეობას კარდაკარ ხვდება. კანდიდატი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები წარუდგინა და სამომავლო გეგმები გააცნო.

გიორგი ბირბიჩაძის თქმით, წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების სრულად მოგვარება მომავალ ოთხ წელიწადში, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნება, თუმცა "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის პროგრამული ხედვა, სწორედ, არსებული გამოწვევების დროულად და ეფექტურად დაძლევაზეა ორიენტირებული და გამარჯვების მოპოვების შემდეგ როგორც თბილისში, ისე მის თითოეულ რაიონში ხელშესახები და თვალსაჩინო ცვლილებები განხორციელდება.

"ჩვენ არ ვხუჭავთ თვალს არსებულ გამოწვევებზე და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. საჭიროა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სწორად აფასებდნენ საჭიროებებს და ადეკვატურად, დროულად რეაგირებდნენ ხალხის ხმაზე. ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარი როლიც, სწორედ, ეს არის - ჩვენ ხალხთან ერთად უნდა ვმართოთ მოვაგვაროთ ლოკალური პრობლემები. ვაკეს, როგორც დედაქალაქის ცენტრალურ რაიონს, უმნიშვნელოვანესი როლი აქვს სიცოცხლით სავსე თბილისის შენებაში, სწორედ ამიტომ, გპირდებით, მაქსიმუმს გავაკეთებ ჩემს გუნდთან ერთად არსებული პრობლემების მოსაგვარებლად - თბილისელები მალე იგრძნობენ იმ სიკეთეებს, რასაც ახალი მმართველი გუნდი მოუტანს ქალაქს,"- აღნიშნა გიორგი ბირბიჩაძემ მოსახლეობასთან შეხვედრებისას.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს მოხალისეები
ახალი წლის ღამეს საჩუქრებით ესტუმრებიან.
16:05 / 25.12.2024
ქუთაისში, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს მოხალისეები ახალი წლის ღამეს საჩუქრებით ესტუმრებიან.
• საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი
ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს
გაამრავლებენ და ბუნებრივ გარემოში გაუშვებენ.
11:25 / 19.12.2024
• საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუნებრივ გარემოში გაუშვებენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.