რეკლამა
დავით უთმელიძე გაზაფხულის და ალექსანდრე ანდრონიკაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა (R)
FaceBook
"ჩვენი გუნდის მიზანია ქალაქი მოვარგოთ თითოეული თბილისელის ინტერესს, თბილისი ვაქციოთ თანამედროვე, ევროპული ტიპის ქალაქად, სადაც ხალხი იცხოვრებს უკეთეს გარემოში", - აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით უთმელიძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას საბურთალოზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. მისი თქმით, მომავალი 4 წლის განმავლობაში გზების, ესტაკადების, სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობა იგეგმება.

"უკვე დაგეგმილია ცინცაძის ქუჩაზე და გაგარინის მოედანზე ესტაკადების მშენებლობა, ასევე უნივერსიტეტის ქუჩაზე, ბიოლოგების კორპუსთან გადასასვლელი ხიდის გაკეთება ბაგების მიმართულებით, რაც კიდევ უფრო გაადვილებს ამ მონაკვეთებზე გადაადგილებას.
საბურთალოზე საგზაო ინფრასტუქტურის რეაბილიტაცია უკვე დაგეგმილი და შეთანხმებულია. ჩვენ ამას მალე განვახორციელებთ, მაგრამ ამისთვის გვჭირდება თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა, როგორც არჩევნების დღეს, ისე შემდგომ პერიოდში" - განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას დავით უთმელიძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს მოხალისეები
ახალი წლის ღამეს საჩუქრებით ესტუმრებიან.
16:05 / 25.12.2024
ქუთაისში, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს მოხალისეები ახალი წლის ღამეს საჩუქრებით ესტუმრებიან.
• საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი
ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს
გაამრავლებენ და ბუნებრივ გარემოში გაუშვებენ.
11:25 / 19.12.2024
• საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუნებრივ გარემოში გაუშვებენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.