ირაკლი შენგელია 17 ოქტომბერს გამარჯვების ოლქში შემაჯამებელ
შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე კანდიდატი ამომრჩეველს წარუდგენს 5
პუნქტიან გეგმას, რომელიც აღწერების ჩატარების საფუძველზე შტაბმა
შეიმუშავა.
"2 კვრიის განმავლობაში ჩვენ ვატარებდით აღწერებს. აღვწერეთ ყველა ის
ინფრასტრუქტურული საპროექტო იდეები, რომლებიც გამარჯვების ოლქში
მცხოვრებლებს ჰქონდათ.
17 ოქტომბერს, ახალგაზრდულ ცენტრში (ყოფილი სულიკოს შენობა), 19:00
საათზე გავმართავ შემაჯამებელ შეხვედრას და ადგილობრივებს წარვუდგენ
მათი იდეების საფუძველზე გაწერილ გეგმას, რომელიც ჩვენი გამარჯვების
შემთხვევაში 2018 წლიდან განხორციელდება", - ამბობს ირკალი
შენგელია.
შეხვედრის განმავლობაში მოხდება "ქართული ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს" მიერ ქუთაისზე გადაღებული კლიპის პრეზენტაცია.
მასალის გამოყენების პირობები