ჭიათურის მერობის კანდიდატი პაატა ნადირაძე ამომრჩეველთან შეხვედრაზე
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მივიდა.
მგზავრობისას კანდიდატს სოფლის მკვიდრებმა 2012 წლის შემდეგ
განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადეს და ასევე, სთხოვეს
მერად არჩევის შემდეგ სოფელში არსებული გაზიფიცირების პრობლემა
გადაჭრას. სოფელში უკვე განხორციელდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია,
გარემონტდა საბავშვო ბაღი და დამონტაჟდა სასმელი წყლის მილები.
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ჭიათურის მერობის
კანდიდატის პაატა ნადირაძის მხარდასაჭერად უცხოეთში მოღვაწე
ბიზნესმენი სერგო იაკობიძე ჩამოვიდა და წინასაარჩევნო კამპანიაში
აქტიურად ჩაერთო.
მერობის კანდიდატმა პაატა ნადირაძემ ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ 21
ოქტომბერს მოქალაქეობრივი ვალი მოიხადონ და ხმა მისცენ ჭიათურის
განვითარებას.
მასალის გამოყენების პირობები