"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს
მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე იმედაშვილის ქუჩის
მოსახლეობას შეხვდა და საბურთალოს განვითარების გეგმები, მათ შორის
ყაზბეგის გამზირზე არსებული ე.წ "წითელი ბაღის" რეაბილიტაციისა და
გაგარინის მოედანზე დაგეგმილი ესტაკადის პროექტები გააცნო.
საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, კახა კალაძის
პროგრამული ხედვა და მისი შემადგენელი შვიდი პოლიტიკა ყველა იმ
საკითხს მოიცავს, რომელიც თბილისელებისთვის პრიორიტეტულია,
შესაბამისად, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, დედაქალაქში არსებული
გამოწვევების საპასუხო ღონისძიებები განხორციელდება.
"ამ საკითხების გადაჭრაში და ქვეყნის განვითარებაში თითოეულ ჩვენგანს
საკუთარი პასუხისმგებლობა გაგვაჩნია. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია
გავაკეთოთ სწორი არჩევანი და მხარი დავუჭიროთ დედაქალაქის
განვითარების რეალურ გეგმას, რომელიც არ დარჩება მხოლოდ დაპირებად" -
განაცხადა დავით უთმელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები