"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს მერობის
კანდიდატი გრიგოლ იოსელიანი, თავის გუნდის წევრებთან ერთად, ბიზნესის
სფეროს წარმომადგენლებსა და საზოგადოებრივად აქტიურ მოქალაქეებს
შეხვდა.
"წყალტუბოში საინვესტიციო პოლიტიკის განვითარება გულისხმობს ახალ
ინვესტიციებს - ძველი სანატორიუმების რეაბილიტაციას და მათ
თანამედროვე, მაღალი დონის სასტუმროებად მოწყობას, სათამაშო ბიზნესის
განვითარებას, სახელმწიფოსგან სპეციალურად შექმნილი ლიცენზიის
ნულოვანი განაკვეთის საფუძველზე. სათამაშო ბიზნესის განვითარება
ავტომატურად გულისზმობს მეტ დასაქმებულს წყალტუბოში და ადგილობრივი
ბიუჯეტის მნიშვნელოვან ზრდას" - გრიგოლ იოსელიანი.
მერობის კანდიდატმა საარჩევნო პროგრამასა და წყალტუბოს განვითარების
სტრატეგიაზე ისაუბრა და დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა.
მასალის გამოყენების პირობები