"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს მერობის
კანდიდატი გრიგოლ იოსელიანი ა(ა)იპ "წყალტუბოს დასუფთავების
სამსახურში" დასაქმებულ მეეზოვეებს შეხვდა.
"წყალტუბოსთვის, როგორც კურორტისათვის, სუფთა ქუჩები და მოწესრიგებული
ცენტრალური პარკი უმნიშვნელოვანესი საზრუნავია. ის ადამიანები,
რომლებიც ყოველდღიურად ჩვენს ქალაქს აწესრიგებენ, უდიდეს პატივისცემას
და დაფასებას იმსახურებენ" - გრიგოლ იოსელიანი.
მერობის კანდიდატმა კურორტის დასუფთავების ხარისხის გაუმჯობესების
შესახებ ისაუბრა და აღნიშნა:
"ამ ეტაპზე დასუფთავების სამსახურში მომუშავე პერსონალის რაოდენობა არ
არის საკმარისი მთელი ქალაქის სისუფთავისათვის, მითუმეტეს, რომ
წყალტუბოს ცენტრალური პარკი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. სწორედ
ამიტომ, ვფიქრობ, უნდა გავზარდოთ მეეზოვეთა რაოდენობა და რაც
მთავარია, ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მათი ანაზღაურებაც უფრო
მაღალი უნდა გახდეს."
ქალაქ წყალტუბოს დასუფთავებას დღეისათვის 39 მეეზოვე ემსახურება.
მასალის გამოყენების პირობები