რეკლამა
კახა კალაძე: „ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები და რეფორმები ყველასთვის ხელშესახები იქნება“ (R)
FaceBook
"არსებული ბიუჯეტით შეუძლებელი იქნება ქალაქის განვითარებაზე ფიქრი, ამიტომ საჭიროა დამატებითი ინვესტიციების შემოტანა",  - აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრისას გააკეთა.
მისი თქმით, აუცილებელია ქალაქის მერს ჰქონდეს მჭიდრო თანამშრომლობითი ურთიერთობა ხელისუფლებასთან და საქმიანი ურთიერთობის გამოცდილება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, რათა შეძლოს დამატებითი სახსრების მოზიდვა და დაგეგმილი პროექტების განხორციელება.
"კარგად მესმის, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში შეუძლებელია ყველა პრობლემის მოგვარება, თუმცა იმის ამბიცია გამაჩნია, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები და რეფორმები იყოს ყველასთვის ხელშესახები" - აღნიშნა კახა კალაძემ და ხაზი ქალაქის ყველა უბნის თანაბარი განვითარების აუცილებლობას გაუსვა.

თბილისის მერობის კანდიდატმა ვაკისა და ვარკეთილის ამომრჩევლებს ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისთვის შემუშავებული შვიდი პოლიტიკა წარუდგინა, რომელიც ითვალისწინებს ურბანულ განვითარებას, სატრანსპორტო საკითხების მოგვარებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების წინ წამოწევას და გააქტიურებას.

შეხვედრებს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის დეპუტატები - ბიძინა გეგიძე, ზაზა ხუციშვილი და მარიამ ჯაში, ასევე, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები გიორგი მუსხელიშვილი, გიორგი დოხტურიშვილი, რევაზ სოხაძე და გიორგი ტყემალაძე ესწრებოდნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.