"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს მერობის
კანდიდატი გრიგოლ იოსელიანი სოფელ ქვილიშორში ვარდანიძეების
მრავალშვილიან ოჯახს სტუმრობდა. ოჯახი სოციალურად დაუცველია და 7
შვილს ზრდის, მათ შორის, 5 არასრულწლოვანია.
მერობის კანდიდატმა სოციალური პროგრამების ხარისხისა და ეფექტურობის
გაზრდის შესახებ ისაუბრა.
"ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში დღევანდელი
მდგომარეობით არსებული სოციალური პროგრამები უფრო მრავალფეროვანი
გახდეს. პირველ რიგში, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მოხდება
ელექტროენერგიის, გაზის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადის
თანადაფინანსება" - გრიგოლ იოსელიანი.
მერობის კანდიდატმა ზეინაბ იამანიძეს, როგორც 7 შვილის აღმზრდელ
დედას, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ:
"დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფოს უკვე
აქვს რამდენიმე სოციალური პროგრამა. ადგილობრივი თვითმმართველობის
დონეზე, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები სხვადასხვა
ოდენობის ფულად დახმარებას იღებენ."
გრიგოლ იოსელიანთან ერთად ვარდანიძეების ოჯახი საკრებულოს
მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფელ წყალტუბოს თემიდან - გრიგოლ
ივანეიშვილმა მოინახულა.
მასალის გამოყენების პირობები