ჭიათურის მერობის კანდიდატი ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული
საქართველოდან" პაატა ნადირაძე ერისთავის, მუხაძისა და თბილისის
ქუჩების ამომრჩევლებს შეხვდა.
კანდიდატმა მოსახლეობას წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჭიათურის
განვითარებისთვის აუცილებელი პროექტების განხორციელების შესახებ
ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ მისი მერობის პერიოდში არაერთ
მასშტაბურ პროექტს ჩაეყრება საფუძველი.
"მე დღეს მოვისმინე თქვენს მიერ დასახელებული არსებული
ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ და ძალიან მიხარია, რომ ჩვენი
პრიორიტეტები ერთმანეთს ემთხვევა. ძალიან ადვილია ესაუბრო ადამიანებს,
რომელთა ინტერესებიც ქალაქის განვითარებაზეა ორიენტირებული. ასეთი
ადამიანების რიცხვი კი მუნიციპალიტეტში ბევრია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ
ერთად ვიზრუნებთ ჭიათურის სწორად განვითარებასა და კეთილდღეობაზე", -
განაცხადა პაატა ნადირაძემ.
ჭიათურის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად
აგრძელებს.
მასალის გამოყენების პირობები