"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დიდუბის მაჟორიტარობის
კანდიდატი თარაშ შურღაია დიღმის მასივში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და
მათ საჭიროებებს გაეცნო.
კანდიდატის განცხადებით, ჩაჩავას ქუჩა N88-ში, სადაც იძულებით
გადაადგილებული პირები ცხოვრობენ, უახლოეს მომავალში დასრულდება
საცხოვრებლის გაზიფიცირება. აღნიშნულ ფართებში მცხოვრებ დევნილებს,
საკუთარი გადაწყვეტილებით შეეძლებათ მიიღონ საკუთრების უფლება ან 2020
წლამდე დაკმაყოფილდნენ ახალი საცხოვრებელი ფართებით.
თარაშ შურღია, ასევე, მესამე პროფილაქტიკურ ცენტრში და ჭიაურელის
N2-ში შესახლებულ დევნილებს შეხვდა.
მისი თქმით, ცენტრში მცხოვრები ოჯახები 2020 წლამდე დაკმაყოფილდებიან
საცხოვრებელი ფართებით.
ადგილობრივმა მოსახლეობამ თარაშ შურღაიას ბოლო სამი წლის განმავლობაში
გაწეული თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა გამოუცხადა.
მასალის გამოყენების პირობები