რეკლამა
ნიკო თოფურიძე ჯაფაროულის ამომრჩეველს შეხვდა (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ნიკო თოფურიძე და საღაძილის თემის მაჟორიტარობის კანდიდატი საკრებულოში, დავით კიკნაძე ჯაფაროულის ამომრჩეველს შეხვდნენ.
ჯაფაროულელების მთავარი გამოწვევა დაბა ხარაგაულთან შეერთება და მთავარი გზის რეაბილიტაციაა. მოსახლეობა კმაყოფილია, რომ დაპირება შესრულდა და ჯაფაროულში რამდენიმე კვირის წინ ბუნებრივი აირი ჩაირთო.

ნიკო თოფურიძის თქმით, ის აუცილებლად იმუშავებს საკითხზე, რათა ჯაფაროულის დასახლება, რომელიც ასეულობით მეტრითაა დაშორებული დაბის ცენტრიდან, ხარაგაულს შეუერთდეს. "სოფლებში მთავარი გზების მშენებლობის ბუმი რომ არის, ალბათ, ყველა ხედავთ. ჯაფაროულში გზა მომავალ წელს აუცილებლად გაკეთდება. პრიორიტეტები თქვენთან ერთად შეირჩევა და ყველა ერთად ვაქცევთ ხარაგაულს მომავლის ქალაქად. ყველა შეხვედრაზე ვამბობ და აქაც განვმეორდები, რომ ახალგაზრდებისთვის ხარაგაული იქნება მიმზიდველი", - განაცხადა შეხვედრაზე თოფურიძემ.

მერობის კანდიდატი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თითოეულმა ხარაგაულელმა უნდა იგრძნოს მისი წილი პასუხისმგებლობა რეგიონის განვითარების საქმეში. "ჩვენ უკვე წლებია ვგრძნობთ თქვენ მხარდაჭერას და ახლაც ამ ყველაფერს, რასაც ვგეგმავთ, თქვენი დახმარების გარეშე ვერ გავაკეთებთ" - განაცხადა ნიკო თოფურიძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.