"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის
კანდიდატმა კახა კალაძემ, მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე,
მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ
ისაუბრა და აღნიშნა, რომ რადიოქალაქი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი
იქნება თბილისში.
"დღეს ჩვენ ვიმყოფებით მუხიანში, ეს არის ყოფილი რადიოქარხნის
ტერიტორია, რომელიც დაახლოებით, 10 ჰექტარზეა გადაჭიმული და სადაც
ვგეგმავთ მრავალფუნქციური კომპლექსის - რადიოქალაქის პროექტის
განხორციელებას", - განაცხადა კახა კალაძემ განათლების, კულტურის,
სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის პრეზენტაციისას.
მისი თქმით, ეს იქნება ადგილი მწვანე ზონებით, შემეცნებითი და
საგანმანათლებლო სივრცეებით, სპორტულ-გამაჯანსღებელი ცენტრებითა და
კაფე-ბარებით, სადაც ყველა თბილისელს და ყველა თაობის წარმომადგენელს
კომფორტულ გარემოში დასვენების საშუალება ექნება.
"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ყველანი, თითო აგურს დავდებთ სიცოცხლით
სავსე ქალაქის მშენებლობაში; მე მაქვს თითოეული თბილისელის იმედი და
ჩვენ მხარდამხარ, აუცილებლად გავუმკლავდებთ იმ გამოწვევებსა და
პრობლემებს, რომლებიც დღეს ყველაზე აქტუალურია თბილისისა და
თბილისელებისთვის", - განაცხადა მერობის კანდიდატმა.
მასალის გამოყენების პირობები