რეკლამა
ნიკოლოზ თოფურიძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხარაგაული ახალგაზრდებისთვის უფრო მიმზიდველი გავხადოთ (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრებს განაგრძობს.
მერობის კანდიდატმა მორიგი შეხვედრა ამომრჩეველთან სოფელ მოლითსა და ქვების ზედა უბანში გამართა. კამპანიის ფარგლებში, მერობის კანდიდატთან ერთად, შეხვედრას მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საკრებულოში ვახტანგ ტალახაძე ესწრებოდა.

მმართველი გუნდის კანდიდატები მოსახლეობას სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ.

"50 კილომეტრამდე ამორტიზებულ გზას ჩავუტარეთ წელს კაპიტალური რეაბილიტაცია ხარაგაულის სხვადასხვა სოფელში. ავაშენეთ და რეაბილიტაცია ჩავუტარეთ ხიდებს. პრიორიტეტი მივანიჭეთ ინფრასტრუქტურას, რადგან გზა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც რეგიონის, ასევე სოფლის განვითარებისთვის. ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, იმ გუნდთან ერთად, რომელიც გვერდით მიდგას მუშაობის ტემპს გავაგრძელებთ, რომელიც აღებული გვაქვს", - განაცხადა ნიკოლოზ თოფურიძემ.

მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სასმელი წყლის პრობლემების მოგვარებასა და გაზიფიცირების საკითხს.

"ისევ აშენდება საბავშვო ბაღები, როგორც გასული ოთხი წლის განმავლობაში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდებისთვის ხარაგაული უფრო მიმზიდველი გავხადოთ", - აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს მოხალისეები
ახალი წლის ღამეს საჩუქრებით ესტუმრებიან.
16:05 / 25.12.2024
ქუთაისში, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს მოხალისეები ახალი წლის ღამეს საჩუქრებით ესტუმრებიან.
• საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი
ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს
გაამრავლებენ და ბუნებრივ გარემოში გაუშვებენ.
11:25 / 19.12.2024
• საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუნებრივ გარემოში გაუშვებენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.