"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ისნის მაჟორიტარობის
კანდიდატი, ლევან დავითაშვილი თბილისობასთან დაკავშირებით გამართულ
სადღესასწაულო ღონისძიებებს ვაზისუბანში დაესწრო.
დეპუტატობის კანდიდატი თბილისობის ღონისძიებაზე ოჯახთან ერთად
იმყოფებოდა.
"პირველ რიგში მინდა ყველას მივულოცო თბილისობის დღესასწაული. დღეს აქ
ვხედავ ახალგაზრდებს, ბავშვებს, მათ ბედნიერ სახეებს და მე, როგორც
დეპუტატობის კანდიდატი, ვპირდები მათ, რომ არჩევის შემთხვევაში
მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა მომავალი თაობისთვის ვაზისუბანსა და მერვე
ლეგიონის დასახლებაში ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდეს" -
განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები