"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვაკის მაჟორიტარობის
კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე, სამეცნიერო და აკადემიური წრეების
წარმომადგენლებს შეხვდა.
სხვადასხვა სფეროსა და პროფესიების წარმომადგენლებმა, მაჟორიტარობის
კანდიდატთან შეხვედრისას, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად
დედაქალაქის რაიონებში ახალგაზრდებისთვის განათლებისა და კულტურის
ცენტრების, ასევე, ახალი სასწავლებლების შექმნის მნიშვნელობაზე
იმსჯელეს.
გიორგი ბირბიჩაძის თქმით, ახალგაზრდების საგანმანათლებლო,
შემოქმედებით და სპორტულ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა როგორც
თბილისის თითოეული რაიონის, ასევე, ქალაქისა და ქვეყნის წარმატებული
მომავლის ერთ-ერთი წინაპირობაა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა დედაქალაქში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის
აუცილებლობას. მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ახალი
პროექტების განხორციელება, ქალაქის ეკონომიკური განვითარება და მისი
პოტენციალის სათანადოდ ათვისება, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის
ხელშეწყობა ქალაქში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს,
რაც ყველა პროფესიის ადამიანისთვის სოციალური ფონს გააუმჯობესებს.
"არჩევნებამდე ზუსტად ორი კვირა რჩება. ვცდილობ, მაქსიმალურად
გამოვიყენო ეს დრო და ხმა მივაწვდინო ვაჟა-ფშაველას კვარტლებში,
ნუცუბიძის ფერდობზე, ქავთარაძეზე, პოლიტკოვსკაიაზე, თხინვალასა და
აგარაკის დასახლებებში მცხოვრებ მოქალაქეებს, თუ რას გააკეთებს ჩვენი
გუნდი გამარჯვების მოპოვების შემდეგ.
დღეს შევხვდი სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს, ვისაუბრეთ არაერთ
მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო
ჩვენი გუნდის მიერ დაგეგმილ პროგრამებსა და პროექტებს საგანმანათლებლო
და ახალგაზრდების ხელშეწყობის მიმართულებით, შეხვედრაზე მყოფთ
გავაცანი გუნდის პოლიტიკა - ქალაქის ეკონომიკის განვითარებასა და
ხელშეწყობასთან დაკავშირებით. ასევე, ვიმსჯელეთ, რაიონში არსებულ სხვა
პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორიცაა: მუნიციპალური ტრანსპორტის
გაუმჯობესება, ეკოლოგიური მდგომარეობა, ქალაქის ურბანული განვითარება
და სხვა," - აღნიშნა ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი
ბირბიჩაძემ.
მასალის გამოყენების პირობები