,,ქვეყნის სწრაფი და თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება
საქართველოს ხელისუფლების 4 პუნქტიანი გეგმის უმთავრესი მიზანი და
პრიორიტეტია"
-ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის
მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ მოსახლეობასთან შეხვედრისას
განაცხადა. მან აქვე ისაუბრა ქალაქის განვითარების გეგმებსა და
პრიორიტეტებზე, რომელიც მისი მერად არჩევის შემთხვევაში
განხორციელდება.
,,ქუთაისის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის
დასაქმების უზრუნველსაყოფად განხორციელდება ინფრასტრუქტურული
პროექტები და მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამები.
ეკონომიის განვითარებასთან ერთად, გაუმჯობესდება მუნიციპალიტეტის
ეკონომიკური მდგომარეობა. 2021 წელს ქუთაისი იქნება ცოდნის, მედიცინის
კულტურისა და სპორტის ქალაქი. ქალაქი, რომელიც მაქსიმალურ სარგებელს
მიიღებს თავისი გეოგრაფიული მდგომარეობით და ქალაქი რომელიც მხარს
უჭერს ბიზნესს.
ქუთაისის მერია ხელს შეუწყობს მოქალაქეების დასაქმებასა და მათ ბიზნეს
ჩართულობას სხვადასხვა, მათ შორის სახელმწიფო პროექტში. გაგრძელდება
ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები - ,,აწარმოე
საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო
პროგრამა (ე.წ 5000 ლარიანი გრანტები) რომლის ფარგლებშიც, მომდევნო
წლებში განხორციელდება კერძო ბიზნესის ინიციატივებისა და პროექტების
მხარდაჭერა,"-განაცხადა ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს"
ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გიორგი ჭიღვარიამ მოსახლეობასთან
შეხვედრისას.
მასალის გამოყენების პირობები