პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონის
მერობის კანდიდატი კახაბერ მახათაძე სოფელ კლდეეთის, ტაბაკინისა და
ალავერდის ამომრჩეველს შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და საარჩევნო
პროგრამა გააცნო.
"მომდევნო წლებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურისა და
საზოგადოებრივი მომსახურების გაუმჯობესება-განვითარებაზე
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება. იგეგმება შიდა გზების
მშენებლობა-რეაბილიტაცია, გაფართოვდება წყალმომარაგების ქსელი და
საკანალიზაციო სისტემა. გაგძელდება და კიდევ უფრო გაფართოვდება
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამა", - განაცხადა
კახაბერ მახათაძემ.
მერობის კანდიდატმა სოფელ ტაბაკინში ტურისტული ინფრასტრუქტურის
განვითარებაზეც ისაუბრა.
"ტაბაკინში ისტორიული ძეგლის პოპულარიზაციის მიზნით, საინფორმაციო
ბანერები დამზადდა. დაიგო VII-VIII საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის
მამათა მონასტრამდე მისასვლელი გზა. ასევე, მოეწყო საფეხმავლო მარშუტი
კასხიდი-საკრაულა-ტაბაკინი", - აღნიშნა ზესტაფონის მერობის
კანდიდატმა.
მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, დიდი ყურადღება დაეთმობა
სოფლებში ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებას.
მასალის გამოყენების პირობები