"ჩვენთვის მოსახლეობასთან ურთიერთობა პრიორიტეტულია და ამ ფორმით
ხალხთან შეხვედრები არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება", - ეს
განცხადება გიორგი ჭიღვარიამ მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრაზე
გააკეთა.
"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა საარჩევნო
პროგრამასთან ერთად იმ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა, რომელიც
მას ქუთაისთან დაკავშირებით აქვს. კონკრეტულად კი აღნიშნა, რომ
გეგმავს შეიქმნას მრჩეველთა საბჭო, რათა ქალაქის მართვა ხალხთან ერთად
გაგრძელდეს.
"თვითმმართველობის გაძლიერების პროცესში ვგეგმავთ შეიქმნას მრჩეველთა
საბჭო, რომ ქალაქის მართვაში ჩართული იყოს მოსახლეობა. პრიორიტეტი კი
იმ საკითხებს მიენიჭება, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, რადგან ჩვენი
გუნდისთვის მთავარი მოსახლეობაა."
წინასაარჩევნო შეხვედრა გამარჯვების, კახიანოურისა და ნიკეას ოლქში
ჩატარდა. მოსახლეობასთან შეხვედრას მერობის კანდიდატთან ერთად
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები